დაავადება, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, ისეთ ცნობილ ადამიანებს ჰქონდათ, როგორიცაა აგატა კრისტი, დოსტოევსკი, ბაირონი, ნაპოლეონ ბონაპარტე, მოლიერი, ალფრედ ნობელი, კარდინალი რიშელიე, იულიუს კეისარი.... ადამიანებს, ამ მდგომარეობით, არცთუისე შორეულ წარსულში აკრძალული ჰქონდათ დაოჯახება; 1920-იან წლებში კი, ნაცისტურ გერმანისა და ამერიკაში ქირურგიული ჩარევებით შვილების ყოლის უფლებას ართმევდნენ.