Logo

ხშირად დასმული კითხვები

ევროპის იმუნიზაციის კვირეული (EIW) აღინიშნება მთელს ევროპის რეგიონში ყოველი წლის აპრილის თვეში

* მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის * წლების მანძილზე საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროპის იმუნიზაციის კვირეულში, რომლის ფარგლებში ახორციელებს ფართო მასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს

ზოგიერთი მძიმე დაავადება გაქრა?

ვაქცინების აღმოჩენამდე ათასობით ბავშვი იღუპებოდა იმ ინფექციური დაავადებებით, რომლებიც დღეს იმუნიზაციის წყალობით იშვიათად გვხვდება. მაგალითად: წითელა, წითურა, ყივანახველა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, მიკროორგანიზმები, რომლებიც წლების წინ მძვინვარებდნენ დღესაც არსებობენ, მაგრამ იმის გამო, რომ ამჟამად ბავშვები ვაქცინების დახმარებით დაცულნი არიან, ჩვენ ამ დაავადებებს და მათ მძიმე შედეგებს ასე ხშირად ვეღარ ვხვდებით.

რა არის ვაქცინები?

ვაქცინები შეიცავენ იმავე ანტიგენებს, რომლებიც იწვევენ დაავადებებს, თუმცა ეს ანტიგენები ვაქცინებში დახოცილი ან იმდენად დასუსტებულია, რომ მათ დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ დაავადების გამოწვევა არ შეუძლიათ, საკმარისად ძლიერები არიან საიმისოდ, რომ იმუნურმა სისტემამ აწარმოოს მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავება.

რა არის იმუნიტეტი?

ადამიანის აქვს იმუნური სისტემა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრილ დაავადების გამომწვევ მიკრობებს ხვდება, როგორც „უცხო დამპყრობლებს“. ამ „უცხო დამპყრობლებს“ ანტიგენები ეწოდება და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად იწყებს ცილოვანი ნივთიერებების: ანტისხეულების გამომუშავებას.

რომელი დაავადებები ექვემდებარებიან ვაქცინაციას?

საქართველოში ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #01-57/ნ 19.11.2015წ). იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლენი არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები.