title
მითები ძუძუს კიბოს შესახებ
მითი 1: კიბოს შესახებ საუბარი არ არის საჭირო
სინამდვილე:მართალია, კიბო საკმაოდ მძიმე თემაა სასაუბროდ, თუმცა დაავადებაზე ღია დისკუსიამ ზოგიერთ თემში შესაძლოა გააუმჯობესოს კიბოს გამოსავალი ინდივიდების, საზოგადოებისა და ქვეყნის დონეზე.
მითი 2: სპეციფიკური სიმპტომები ან ნიშნები კიბოს არ გააჩნია
სინამდვილე: კიბოს მრავალ სახეობას გააჩნია წინასწარი „გამაფრთხილებელი“ სიმპტომები ან ნიშნები, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევს.
როდისუნდა მიიტანოთეჭვი ძუძუს კიბოზე:
- დვრილის ფორმის შეცვლა, მისი ჩაბრუნება, გადასწორება;
- სისხლიანი ან უსისხლო გამონადენი;
- ძუძუს ან ძუძუსთავის გამკვრივება ან შეშუპება;
- ძუძუს ფორმის შეცვლა;
- ხელების ზემოთ აწევისას ორმოების გაჩენა;
- კანის დანაოჭება;
- სტრუქტურის შეცვლა, რომელიც შეხებით შეიგრძნობა;
- მუდმივი უსიამოვნო შეგრძნება ერთ-ერთ ძუძუში;
- ლიმფური კვანძების გადიდება;
- ბეჭის ან იღლიის მიდამოს შესიება.
ჩამოთვლილი ნიშნები თვალსაჩინოა და განგაშის ატეხვის საფუძველია, მაგრამ საწყის ეტაპზე კიბო უხშირესად შეუმჩნეველია და არაფრით გვაგრძნობინებს თავის არსებობას, ამიტომაც საჭიროა სკრინინგული კვლევა, რომელიც დაავადებას სწორედ ფარულ პერიოდში გამოავლენს.
მითი 3: ვერაფერს შევძლებთ კიბოს წინააღმდეგ
სინამდვილე:არის ბევრი ღონისძიება რომელიც შესაძლოა ჩატარდეს ინდივიდუალურ, თემის ან ქვეყნის დონეზე, ამასთან, საჭიროა სწორი სტრატეგიული მიდგომები
კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, მისი განკურნება შესაძლებელია. იმ ქალების 94 %, რომლებიც დროულად მიმართავენ ექიმს სრულიად იკურნებიან, მთავარია, დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე დაისვას. ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებას კი მასობრივისკრინინგი წარმოადგენს.
კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების გამოვლენისა და მკურნალობის დროულად დაწყების მიზნით, სკრინინგის პროგრამები მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის დანერგილი.
გამომწვევი მიზეზების გამოვლენისა და მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყების შემთხვევაში, კიბო აღარ წარმოდგენს უკურნებელ სენს. ამისათვის მნიშვნელოვანია დროულად ჩაიტაროთ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები.
თუ ადამიანი ჩართულია სკრინინგის პროგრამაში, მას შეუძლია, დროული და თანამიმდევრული გამოკვლევებით:
- არ მისცეს დაავადებას ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშუალება;
- განიკურნოს სიმსივნის ადრეულ სტადიაში გამოვლენის შემთხვევაში
მითი 4: ადამიანებს არ გამაჩნიათ კიბოს მკურნალობის უფლებები
ჭეშმარიტება: ყველა ადამიანს აქვს უფლება მოითხოვოს ეფექტური მკურნალობა და მომსახურება მიუხედავად მისი სოციალური წარმოშობისა და ფინანსური მდგომარეობისა:
თუ ხართ 40-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით 2 წელიწადში ერთხელ, თქვენ უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები:
- მამოლოგის კონსულტაცია:
- მამოგრაფია;
- ექოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში)
მამოგრაფია გულისხმობს სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ კვლევას. კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი!
კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ქირურგიული, სხივური და ქიმიოთერაპიის მეთოდებით. მეთოდის არჩევა დამოკიდებულია სიმსივნის სტადიაზე, მის გავრცელებასა და ავადმყოფის მდგომარეობაზე.
რაცუფროადრეულეტაპზეიქნებაკიბოაღმოჩენილი, მითუფროკეთილსაიმედოაპროგნოზი!
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო