title
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, მსოფლიოში ეპილეფსია 50 მილიონ ადამიანს აქვს. 10-დან 1 ადამიანს კი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე შესაძლოა, გამოუვლინდეს ეს დაავადება[i].
საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ ეპილეფსიისთვის მხოლოდ კრუნჩხვითი შეტევებია დამახასითებელი. სინამდვილეში, ის სხვადასხვა ტიპის შეტევებით ვლინდება, მაგრამ დღეს სწორედ კრუნჩხვითი შეტევებით მიმდინარე ეპილეფსიაზე ვისაუბრებთ (მდგომარეობა, რომელიცხშირადცნობიერების დაკარგვით მიმდინარეობს, თან ახლავს დაცემა, კიდურების არაკონტროლირებადი მოძრაობები - დაკრუნჩხვა), რათა ვიცოდეთ, როგორ გავუწიოთ დახმარება ამ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს. [ii]
პირველადი დახმარება კრუნჩხვის დროს:[iii]
თუ გვერდზე მყოფს დაეწყო ეპილეფსიური კრუნჩხვა
- შეინარჩუნე სიმშვიდე
- უზრუნველყავი მისი უსაფრთხოება
- მოათავსეთ იატაკზე უსაფრთხო ადგილას და/ან გაანთავისუფლეთ მის ირგვლივ არე ისეთი საგნებისგან, რომლებმაც შეიძლება ტრამვა მიაყენონ (ქურა, ბასრი საგნები...)
- შეეცადეთ, დააწვინოთ გვერდზე- ასე სუნთქვა გაუიოლდება
- თავქვეშ ბალიში ან დახვეული რბილი ტანსაცმელი ამოუდეთ, თუ ამის საშუალება არაა, მისი თავი თქვენს ხელებზე მოათავსეთ
- მოუხალვათეთ ტანსაცმელი: შეუხსენით ქამარი/საკინძე, მოხსენით სათვალე
კატეგორიულად აკრძალულია:[iv]
- პირში მყარი საგნების (ხის/პლასტმასის ნაჭრის, კოვზის, დანის, ჩანგლის და ა.შ.) ან თითის ჩაყოფა, პირის ძალდატანებით გახსნა (ამითი შეიძლება დაუზიანოთ კბილები, ყბა, ან შესაძლოა ეს საგნები გადაეყლაპოს)
- ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, წყლის ან წამლის მიცემა
- წამოსმა, თავის წამოწევა, ან შებოჭვა
- ენის დაჭერა (ანატომიური თავისებურებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ადამიანმა ენა გადაყლაპოს)
დარეკეთ სასწრაფოში თუ:
- ეს გულყრის პირველი შემთხვევაა
- პიროვნებას უჭირს სუნთქვა და გამოფხიზლება გულყრის შემდეგ
- გულყრა გაგრძელდა 5 წთ-ზე დიდხანს
- კრუნჩხვის პირველ შეტევას მალევე მოყვა მეორე
- მიიღო ტრამვა გულყრის პროცესში
- აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადება ან ფეხმძიმეა
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო
გამოყენებული წყაროები:
[i] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs999/en/
[ii] http://www.cdc.gov/epilepsy/basics/faq.htm#What is epilepsy? What is a seizure?
[iii] http://www.cdc.gov/epilepsy/basics/first-aid.htm
[iv] http://www.stjohnnsw.com.au/epileptic-seizures/