Logo

საცხოვრებელი გარემო და ჯანმრთელობა

აზბესტი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით აზბესტის ზემოქმედებას სამუშაო ადგილზე დაახლოებით 125 მილიონი ადამიანი განიცდის მსოფლიოში. ჯანმო–ს შეფასებით, ყოველწლიურად სიკვდილიანობის 107 000–ზე მეტი შემთხვევა შეიძლება მივაკუთვნოთ აზბესტის პროფესიულ ზემოქმედებას.

ნარჩენები და მათი მართვა

რას წარმოადგენს ნარჩენები? ნარჩენი არის ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს. განარჩევენ შემდეგი სახის ნარჩენებს:

ობის და სინესტის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

სინესტე ნესტი შენობებში აქტუალური პრობლემაა, რომლის გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი ცვალებადია კლიმატური ზონების მიხედვით: ავსტრალიაში, ევროპაში, ინდოეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში შენობების შიგნით ნესტი მერყეობს 10-დან 50%–მდე. გარკვეულ ტერიტორიებზე (მაგალითად ხეობები, მდინარეები და სანაპიროები) ტენიანობა კიდევ უფრო მაღალია.

რადონი

რა არის რადონი? რადონი რადიაქტიური გაზია, რომელიც 8-ჯერ მძიმეა ჰაერზე. მას არ გააჩნია სუნი, გემო და ფერი. რადონის რადიოაქტივობა ჰაერში იზომება ბკ/მ3(ბეკერელი ერთ კუბურ მეტრში): წყალში ბკ/ლ (ბეკერელი ერთ ლიტრში); საამშენებელო მასალებში-ბკ/კგ.

ტყვია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

რა არის ტყვია? ტყვია მძიმე მეტალთა ჯგუფს ეკუთვნის. იგი სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ.

ტყვიით მოწამვლის სიმპტომები

ტყვიით მოწამვლა იწვევს ფსიქიკური/გონებრივი განვითარების შეფერხებას, კრუნჩხვით გულყრებს, სიბრმავეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში სიკვდილსაც კი. ტყვიით ინტოქსიკაციის შემთხვევა, შესაძლებელია, რთული გამოსავლენი იყოს, რადგან ის სპეციფიკური ნიშნებით არ ხასიათდება. ტყვიით ინტოქსიკაციის დროს ადგილი აქვს შემდეგ ქცევით სიმპტომებს:

ტყვიის ზემოქმედებით განპირობებული დაავადების ტვირთი

ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასების (IHME) ინსტიტუტის გამოთვლებით, 2013 წელს ტყვიის ექსპოზიციის ხარჯზე მოდიოდა სიკვდილის 853 000 შემთხვევა, რაც ტყვიის ჯანმრთელობაზე გავლენის შორეულ ეფექტებს უკავშირდება.

ტყვიის შემცველობისა და კონცენტრაციის განსაზღვრა ადამიანის სუბსტრატებში

სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი"-ს მიერ ამჟამინდელი მონაცემებით არ არსებობს აკრედიტებული პირი, რომელსაც აკრედიტაციის სფეროში ექნება ტყვიის შემცველობისა და კონცენტრაციის განსაზღვრა ადამიანის სუბსტრატებში, ლაბორატორიები, ძირითადად, ნიმუშს აგზავნიან საერთაშორისო ლაბორატორიებში.