Logo

ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე - 18 ნოემბერი 2015 წელი

title

ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე - 18 ნოემბერი 2015 წელი

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მსოფლიო დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ფილტვის ქრონიკულ, ობსტრუქციულ დაავადებასთან ბრძოლის გლობალური ინიციატივის (GOLD) ძალისხმევით დაარსდა და  პირველად 2002 წელს გაიმართა. დღის მიზანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს.  ამ დღეს ჯანდაცვის სპეციალისტები და პაციენტთა ჯგუფები მთელ მსოფლიოში ატარებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.

ფქოდ, ყოველი წლის ნოემბრის მეორე ან მესამე ოთხშაბათს აღინიშნება. 2015 წელს ფქოდ-ის მსოფლიო დღე 18 ნოემბერია და მიმდინარეობს სლოგანით: არ არის დაგვიანებული“.

რა არის ფქოდ?

ფქოდ -  სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, რომელიც ბლოკავს სასუნთქ გზებს და აძნელებს სუნთქვას.

მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად, ფქოდ-ით 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.

 

სიმპტომები

ფქოდ-ის ძირითად სიმპტომებს ხველა და   სუნთქვის უკმარისობა წარმოადგენს.

თუ თქვენ ხართ 40 წელზე მეტის და გაქვთ აღნიშნული სიმპტომები აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

მიუხედავად იმისა, რომ ფქოდი არ იკურნება,  მკურნალობის გარკვეული მეთოდებით შესაძლებელია ფილტვის დაზიანების პროცესის შენელება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება.

ვინ არის რისკის ქვეშ?

გარკვეულ პერიოდში, ფქოდი ძირითადად მამაკაცებში იყო გავრცელებული; მაგრამ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, ქალებში თამბაქოს მოხმარების გაზრდამ და დაბალშემოსავლიანში  ჰაერის დაბინძურებამ გამოიწვია ის, რომ დაავადება ერთნაირ ზიანს აყენებს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ჯანმრთელობას. სიკვდილიანობის თითქმის 90%-ს ადგილი აქვს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში.

 

რისკ-ფაქტორები

ფქოდის ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა (მათ შორის პასიური მწეველობა ანუ მეორადი კვამლი).

დანარჩენ რისკ-ფაქტორებს წარმოადგენენ:

  • ოთახის დაბინძურებული ჰაერი  (მაგ: გათბობისათვის გამოყენებული საწვავი, სამზარეულოს გამონაბოლქვი და ა.შ.)
  • ქუჩის დაბინძურებული ჰაერი
  • პროფესიული მტვერი და ქიმიური ნივთიერებები (გამაღიზიანებელი ნივთიერებები, კვამლი და .შ.)
  • ბავშვობის ასაკში გადატანილი რესპირატორულ- ინფექციური დაავადებები

სპირომეტრიის ტესტის ჩატარება (სუნთქვის სწრაფი, უმტკივნეულო გამოკვლევის მეთოდი)ფქოდ-ის სიმპტომებისა და რისკ-ფაქტორების მქონე ადამიანებში, ზრდის დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შანსს!

 

გახსოვდეთ: დიაგნოზის დროული დასმა დაგიცავთ ფილტვის შემდგომი დაზიანებისაგან!

თუ თქვენ გაქვთ ფქოდი

  • შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება და მოითხოვეთ მოწევისათვის თავის დანებებაში დახმარება
  • თავი აარიდეთ თამბაქოს კვამლითა და სხვადასხვა მავნე ნივთირებებით დაბინძურებულ, მათ შორის მტვრიან გარემოს
  • ეცადეთ შეინარჩუნოთ სუფთა ჰაერი თქვენს საცხოვრებელ გარემოში
  • იცხოვრეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით: ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, რეგულარულად ივარჯიშეთ, იკვებეთ სწორად
  •  ეწვიეთ ექიმს და ზუსტად შეასრულეთ მისი დანიშნულება

 

არ არის დაგვიანებული მიმართოთ დახმარებას ფქოდ-ის დროს!

თამბაქოს მოხმარებაზე თავის დანებების სურვილის შემთხვევაში დარეკეთ: 116001.

 

http://www.goldcopd.org/wcd-

about.htmlhttp://www.who.int/mediacentre/events/annual/world_copd_day/ru/index.html

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs315/ru/index.html