Logo

იმუნიზაცია

2016 წლის 24-30 აპრილს საქართველოში ტარდება ევროპის იმუნიზაციის კვირეული სლოგანით: აცერი და დაიცავი!

ვაქცინების აღმოჩენამდე ათასობით ბავშვი იღუპებოდა იმ ინფექციური დაავადებებით, რომლებიც დღეს იმუნიზაციის წყალობით იშვიათად გვხვდება. მაგალითად: წითელა, წითურა, ყივანახველა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, მიკროორგანიზმები, რომლებიც წლების წინ მძვინვარებდნენ დღესაც არსებობენ, მაგრამ იმის გამო, რომ ამჟამად ბავშვები ვაქცინების დახმარებით დაცულნი არიან, ჩვენ ამ დაავადებებს და მათ მძიმე შედეგებს ასე ხშირად ვეღარ ვხვდებით.

ევროპის იმუნიზაციის კვირეული - მესიჯები

აცერი და დაიცავი! ევროპის იმუნიზაციის კვირეული 24-30 აპრილი, 2016 წელი[i]ყველა ქვეყანას შეუძლია ამის მიღწევა-მოვიდა დრო მთელ რეგიონში აღმოვფხვრათ ხარვეზები იმუნიზაციაში.

ზოგადი ინფორმაცია მართვადი ინფექციების შესახებ

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 14 წლამდე ასაკის 12 მილიონამდე ბავშვი იღუპება. დაახლოებით 9 მლნ ბავშვი იღუპებაინფექციური დაავადებებისაგან, მათ შორის კი, 3 მილიონამდე ბავშვი, ანუ მესამედი– იმ ინფექციებისაგან, რომელთა პროფილაქტიკისათვის არსებობს ვაქცინა.

რა არის იმუნიტეტი?

ადამიანის აქვს იმუნური სისტემა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრილ დაავადების გამომწვევ მიკრობებს ხვდება, როგორც „უცხო დამპყრობლებს“.

რა განსხვავებაა ფასიან და უფასო ვაქცინებს შორის და რომელია უფრო ეფექტური და უსაფრთხო?

ძირითადი განსხვავება „უფასო“ და „ფასიან“ ვაქცინაციას (აცრას) შორის არის ის, რომ მოსახლეობისათვის ,,უფასო აცრებს“ სახელმწიფო (ან რომელიმე დონორი ორგანიზაცია) აფინანსებს, რომელიც სხვა შემთხვევაში ბავშვის მშობელს უნდა გადაეხადა. შეხედულება, რომ „ფასიანი აცრა“ ყოველთვის უკეთესია, სტერეოტიპებზეა (მცდარ მოსაზრებებზე) დამყარებული და სიმართლეს არ შეესაბამება.