სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა მეტი აქვთ 50 წელს გადაცილებულ ქალებს მენოპაუზის სტადიაში, ქალებს, რომლებსაც არასოდეს უმშობიარიათ ან პირველი შვილი 30 წლის შემდეგ გააჩინეს.
სიმსივნის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს:
- გენეტიკურ წინასწარგანწყობა;
- აბორტები;
- რეპროდუქციული სისტემის დაავადებები;
- ჰორმონული დისბალანსი;
- ძუძუთი კვებაზე უარის თქმა
- რადიაქტიულიზემოქმედება;
- ძუძუს ტრავმები;
თუ გაქვთ ძუძუს კიბოსადმი მემკვიდრული განწყობა,ანუ სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევები ახლო ნათესავებში (დედა, და, შვილი), ექიმის კონსულტაციები და ძუძუს პროფილაქტიკური კვლევა უნდა დაიწყოთ შედარებით ადრეული ასაკიდან.
ჩვეულებრივ, 18-35 წლის ასაკში სარძევე ჯირკვლის დათვალიერება ექიმის (მამოლოგის ან გინეკოლოგის) მიერ საჭიროა სამ წელიწადში ერთხელ, 35-40 წლის ასაკში - ორ წელიწადში ერთხელ, 40წლის ზევით - წელიწადში ერთხელ, ამასთან, ამ ასაკობრივ ჯგუფში უნდა ჩატარდეს სკრინინგული (მამოგრაფიული) კვლევა ორ წელიწადში ერთხელ.
ძუძუს ნებისმიერი უჩვეულო ცვლილების შემჩნევისას უნდა მიმართოთექიმს.
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო