Logo

ფსიქიკური ჯანმრთელობა

„სინამდვილეში, ცხოვრება მარტივია, ეს ჩვენ ვართულებთ მას დიდი მონდომებით“

წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე, დღითიდღე ვქმნით ახალ წესებს და კანონებს, ვაწესებთ ნორმებს... მერე, მთელი მონდომებით ვცდილობთ, მოვერგოთ ჩვენს მიერვე მოგონილ კრიტერიუმებს...ჩვენ 7 მილიარდი ვართ. 7 მილიარდი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ სტანდარტული, სოციუმის ჩარჩოში მოქცეული ადამიანი. ჩვენს შორის, 450 მილიონი „არასტანდარტული“ ადამიანია, ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობით, რასაც ფსიქიკურ დაავადებას ვეძახით.[i]

დეპრესია

რა არის დეპრესია? დეპრესია დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ემართება და თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს

დეპრესია

ძირითადი ფაქტები დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ დარღვევას წარმოადგენს. მისგან, ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან, 350 მილიონი ადამიანი იტანჯება. დეპრესია მსოფლიოში ინვალიდობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს და დიდი „წვლილი“ შეაქვს ფსიქიკური დაავადებების გლობალურ ტვირთში. დეპრესიით ქალები უფრო ხშირად იტანჯებიან, ვიდრე მამაკაცები.

რა შეგვიძლია ვთქვათ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე?

მაღალხარისხოვანი ეპიდემიოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში ოთხჯერ უფრო მეტია ამოცნობადი ფსიქიკური პრობლემების ალბათობა, მათივე ასაკობრივი ჯგუფის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით. აღნიშნული განსხვავება აშკარად საჭიროებს ყურადღებას.

ფსიქიკური ჯანმრთელობა

ფსიქიკური ჯანმრთელობა - სად გადის ზღვარი? ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობაა და არა მხოლოდ დაავადებებისა და ფიზიკური დეფექტების არარსებობა.

ფსიქიკური ჯანმრთელობა: გავაძლიეროთ ბრძოლა ფსიქიკური დარღვევების პრევენციისათვის

ძირითადი ფაქტები მსოფლიოში 450 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული ფსიქიკური დაავადებებით. მრავალ ადამიანს კი სხვადსხვა ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება . ფსიქიკური ჯანმრთელობა ზოგადად ჯანმრთელობისაგან განუყოფელია, რა თქმა უნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე არ არსებობს ჯანმრთელობა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 10 ოქტომბერს აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიო მასშტაბით ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ძალისხმევის მობილიზაცია მის მხარდასაჭერად.

ფსიქიური ჯანმრთელობის პრიორიტეტული დარღვევები

ფსიქიური ჯანმრთელობა არ წარმოადგენს უბრალოდ ფსიქიური დარღვევების არ ქონას. ის განისაზღვრება როგორც კეთილდღეობის მდგომარეობა, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, ნაყოფიერად და პროდუქტიულად შრომა და თავისი წვლილის შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

შშმპ... ანუ ჩვენ

შიში შეუცნობელი საკითხების მიმართ ადამიანის ბუნებრივი ინსტიქტია. ამ ინსტიქტის „წყალობით“ საუკუნეების მანძილზე ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად აზროვნებდნენ და/ან იქცეოდნენ, საზოგადოებისაგან გარიყულნი ხდებოდნენ, მათ შორის, ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობებითაც.