Logo

ფსიქიური ჯანმრთელობის პრიორიტეტული დარღვევები

title


ფსიქიური ჯანმრთელობა არ წარმოადგენს უბრალოდ ფსიქიური დარღვევების არ ქონას. ის განისაზღვრება როგორც კეთილდღეობის მდგომარეობა, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, ნაყოფიერად და პროდუქტიულად შრომა და თავისი წვლილის შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ბევრ ქვეყნაში, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში, ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები საკადრო და ფინანსური რესურსების სერიოზულ დეფიციტს განიცდიან. ამჟამად, მათ ხელთ არსებული ჯანდაცვის რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი ფსიქიურად დაავადებულ ადამინთა მოვლასა და სპეციალიზებულ მკურნალობაზე იხარჯება; უმნიშვნელო ნაწილი კი, ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვის ინტეგრირებულ სისტემაზე. აღნიშნულმა ქვეყნებმა მსხვილი ფსიქიატრიული საავადმყოფოების დახმარების ნაცვლად, ინტეგრირება უნდა მოახდინონ ფსიქიური ჯანმრთელობის პირველად სამედიცინო სანიტარულ დახმარებაზე, უზრუნველყონ ამ ტიპის დახმარება საერთო პროფილის საავადმყოფოებში და განავითარონ ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვა ადგილობრივ დონეზე (სათემო დონეზე).

კიდევ უფრო ნაკლები ფინანსური რესურსებია გამოყოფილი ფსიქიური ჯანმრთელობის სწორად გაგების პროპაგანდაზე, რომელიც აერთიანებს მთელ რიგ სტრატეგიებს, მათ შორის ინდივიდუალური რესურსების გამოყენება, უნარების წახალისება და სოციალურ ეკონომიური გარემოს გაუმჯობესება.

ფსიქიური ჯანმრთელობის გასაძლიერებლად აუცილებელია მრავალსექტორული ქმედებები, სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ან ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით. ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს ფსიქიური ჯანმრთელობის გაძლიერებას მთელი ცხოვრების მანძილზე, რათა უზრუნველვყოთ ჯანსაღი წესის საფუძვლები  ბავშვთა ასაკში  და მოვახდინოთნ ფსიქიური დარღვევების პრევენცია მოწიფულობისა და ხანდაზმულობის პერიოდში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ფსიქიური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე ადამიანებში ინვესტირების განხორციელება განვითარების მაჩვენებლების გაუმჯობესებას განაპირობებს. ფსიქიური ჯანმრთელობის პრიორიტეტული დარღვევებია: დეპრესია, ფსიქოზები, სუიციდი, ეპილეფსია, დემენცია, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული დარღვევები, და აგრეთვე ბავშვებში ფსიქიური ჯანმრთელობის დარღვევები.

 

http://www.who.int/features/qa/62/ru/index.html
http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_mental_health_day/ru/index.htm

http://www.ncdc.ge