Logo

დეპრესია

title


ძირითადი ფაქტები

  • დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ დარღვევას წარმოადგენს.  მისგან, ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან, 350 მილიონი ადამიანი იტანჯება.
  • დეპრესია მსოფლიოში ინვალიდობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს და დიდი „წვლილი“ შეაქვს ფსიქიკური დაავადებების გლობალურ ტვირთში.
  • დეპრესიით ქალები უფრო ხშირად იტანჯებიან,  ვიდრე მამაკაცები.
  • დეპრესიის მძიმე ფორმამ ადამიანი შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანოს,
  • დეპრესიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები არსებობს.

დეპრესია შეიძლება სერიოზული  მიზეზი გახდეს  ჯანმრთელობის  დარღვევის, განსაკუთრებით, მაშინ როცა დიდხანს გრძელდება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი თვითმკვლელობაც შეიძლება გამოიწვიოს.  ჯანმოს შეფასებით მსოფლიოში ყოველწლიურად 1 მილიონი თვითმკვლელობის შემთხვევა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინას აქვს დეპრესიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები, სხვადასხვა მიზეზებით (სამკურნალო რესურსების არ არსებობა, არაკვალიფიციური სამედიცინო სამსახური, დაგვიანებული ან არზუსტი დიაგნოსტიკა, სტიგმა და სხვა) დაავადებულთა თითქმის ნახევარი ვერ იტარებს სათანადო მკურნალობას.

დეპრესიის სახეები და სიმპტომები

დეპრესიის ეპიზოდი, ხარისხისა და სიმძიმის მიხედვით  შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც მსუბუქი, საშუალო ან მძიმე.   განსხვავებაა აგრეთვე, იმ ადამიანების,რომელთაც ადრე ჰქონდათ მანიის ფაზის ეპიზოდი,დეპრესიასა და იმ ადამიანების დეპრესიას შორის რომელთაც ადრე არ ჰქონდათ ასეთი ეპიზოდი. დეპრესიის ორივე ტიპი შეიძლება იყოს ქრონიკული და მიმდინარეობდეს რეციდივებით, განსაკუთრებით მაშინ თუ არ ტარდება სათანადო მკურნალობა.

უნიპოლარული დეპრესია:  ტიპიური დეპრესიული ეპიზოდების დროს ადამიანი იმყოფება მოწყენილ ხასიათზე, უქვეითდება ინტერესი და არ გამოხატავს სიხარულს. სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითებას მიჰყავს აქტივობის შემცირებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს მინიმუმ ორი კვირა. ზოგი განიცდის შფოთვას, ძილისა და მადის დაქვეითებას, აქვს დანაშაულის შეგრძნება, უკიდურესად უღირს ადამიანად მიაჩნია თავს.  სიმპტომების რაოდენობისა და სიმძიმის მიხედვით დეპრესიული ეპიზოდი შეიძლებე კვალიფიცირებულ იქნას, როგორც  მსუბუქი, საშუალო ან მძიმე.  ადამიანმა მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდის დროს შეიძლება  შეძლოს ჩვეულებრივ სამუშაოს შესრულება და საზოგადოებასთნ ურთიერთობა. მძიმე დეპრესიული ეპიზოდის შემთხვევაში კი ნაკლებად სავარაუდოა მის მიერ საზოგადოებრივი ცხოვრების, მუშაობისა და საოჯახო საქმის შესრულების უნარი.

ხასიათის ბიპოლარული დარღვევა: დეპრესიის ეს ტიპი ჩვეულებრივ შედგება როგორც მანიის ფაზის ისე დეპრესიული ეპიზოდებისაგან. მანიის ფაზის ეპიზოდები მოიცავს: აღფრთოვანებულ ან გაღიზიანებულ განწყობას, ზედმეტ აქტიურობას, გაუჩერებლად ბევრ ლაპარაკს, თავმოყვარეობის ზედმეტად გამოხატვას, უძილობას (საერთოდ არ უნდა ძილი).

დიაგნოსტიკა და მკურნალობა:  არსებობს დეპრესიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები. კვალიფიციურ ექიმს ყოველთვის შეუძლია ზუსტი/დროული დიაგნოზის დასმა და ეფექტური მკურნალობის დანიშვნა. საშუალო და მძიმე ფორმის დეპრესიის მკურნალობის დროს  ანტიდეპრესანტებთან ერთად რეკომენდირებულია დაავადებულის ფსიქისოციალური მხარდაჭერა ან ფსიქოთერაპია, ისეთი როგორიცაა ქცევის შემეცნების თერაპია, ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია ან  პრობლემების გადაჭრისკენ მიმართული თერაპია.

მსუბუქი დეპრესიის დროს პირველ რიგში ეფექტურია ფსიქოსოციალური თერაპია. მედიკამენტოზური და ფსიქოსოსოციალური თერაპიის კომბინაცია კი საჭიროა საშუალო და მძიმე დეპრესიის დროს.

ანტიდეპრესანტებით მკურნალობა ეფექტურია საშუალო და მძიმე დეპრესიის შემთხვევაში, თუმცა მათი გამოყენება მსუბუქი ფორმის დროს არ ითვლება პირველი რიგის თერაპიად. ანტიდეპრესანტები დიდი სიფრთხილით  უნდა იქნას გამოყენებული და არ მიიჩნევა პირველი რიგის თერაპიად  ბავშვებსა და მოზარდებში.

ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას და მათი პროფილაქტიკა:

დეპრესიის განვითარება დამოკიდებულია სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური  ფაქტორების  ურთიერთმოქმედების შედეგზე. დეპრესიამ თავის მხრივ შეიძლება გააძლიეროს სტრესი, დაარღვიოს ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება, გააუარესოს სიტუაცია და ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს დეპრესიის უფრო მძიმე ფორმა.

არსებობს ურთიერთ დამოკიდებულება დეპრესიასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის. მაგალითად: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია და პირიქით. დადგენილია რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციის პროგრამების დანერგვა საგრძნობლად ამცირებს ამ დაავადებების ტვირთს. საჭიროა დეპრესიის პრევენციისათვის  ადგილობრივ დონეებზე გათვლილი ეფექტური მიდგომები, მაგალითად სკოლებში ძალადობის თავიდან აცილების პროგრამები ან პროგრამები, რომლებიც გააუმჯობესებს ბავშვების შემეცნებით და სოციალურ უნარებს, აგრეთვე  ასწავლის მათ პრობლემების გადაჭრას.

ღონისძიებებს, რომლებიც გათვლილია მშობლების ქცევებზე,  შეუძლიათ შეამცირონ მშობლებში დეპრესიული სიმპტომები და დადებითი რეზულტატი მივიღოთ ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომავალში.  ხანდაზმულთათვის განკუთვნილი ფიზიკური აქტივობის პროგრამები, ასევე სასარგებლოა მათთვის დეპრესის პროფილაქტიკისათვის.

 

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო