Logo

შეხვედრა უოლტერ რიდის დირექტორთან 14.12.2021

title 2021 წლის 14 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა შეხვდა უოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) დირექტორს - პოლკოვნიკ ჩად კენინგს (აშშ არმიის სამედიცინო კორპუსის სპეციალისტი), სათაო ოფისისა და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს. დკსჯეცის გენერალურმა დირექტორმა, ბ-მა ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა ამერიკელ პარტნიორებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის ლაბორატორიული სიმძლავრეების უზრუნველყოფისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებისთვის. ასევე მხარეებმა იმსჯელეს WRAIR - თან პარტნიორული თანამშრომლობის გაფართოებაზე.