Logo

შეხვედრა იმუნიზაციის მისიასთან 28.03.2022

title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში იმუნიზაციის ელექტრონული მოდულის შეფასების გაერთიანებული  მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. დელეგაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ექსპერტებისგან შედგება.

 

ვიზიტის ფარგლებში , მისიის წევრები ცენტრის ხელმძღვანელ  პირებთან  ერთად ცენტრალურ და რეგიონალურ დონეზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

 

გაერთიანებული  მისიის საერთო მიზანს წარმოადგენს, ელექტრონული მოდულის სტატუსის დადგენა, მისი განხორციელებისა და სისტემის მეშვეობით მიღებული მონაცემთა ხარისხისა და გამოყენების გაუმჯობესების გზების შესწავლა, რაც საფუძლად დაედება იმუნიზაციის ელექტრონული მოდულის გაუმჯობესების გეგმის შემუშავებას.