Logo

ჰეპატიტის მსოფლიო დღე 28.07.2020

title

2020 წლის 28 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით მომავალი ჰეპატიტის გარეშე! ვიპოვოთ მილიონობით ინფიცირებული! ღონისძიებას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) ჰეპატიტების განყოფილების დირექტორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, განკურნებულ პაცინეტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კლინიცისტები, დარგის ექსპერტები და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჰეპატიტის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ დაწესებულ შვიდ გლობალურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დღეებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 2020 წელს უკვე მეათეჯერ აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ. დღესდღეობით, მსოფლიოში 325 მილიონი ადამიანია დაავადებული ვირუსული ჰეპატიტით, მათ შორის 290 მილიონმა, ანუ 10-იდან 9 ადამიანმა არ იცის რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტის ვირუსით. ვირუსული ჰეპატიტი ყოველწლიურად მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია. საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. არსებული მონაცემების თანახმად, სკრინინგული კვლევა ჩაუტარდა 2.3 მილიონამდე ადამიანს (გამოკვლეულია მოზრდილი მოსახლეობის 70%), პროგრამაში ჩართულია 70 ათასი პაციენტი, მკურნალობა დაასრულა 65 ათასზე მეტმა პირმა (შესრულდა სამიზნე მაჩვენებლის 51%), განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს. ელიმინაცის პროგრამის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. დღეს ქვეყნის მასშტაბით, C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც.