Logo

ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგიის განახლების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა

title


2023 წლის 21-22 თებერვალს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მისიის საქართველოში ყოფნის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგიის განახლების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისისა და საქართველოს ოფისის, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. 


ჯანმოს მისიის საქართველოში ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მოინახულეს ქ.თბილისში ორი საავადმყოფო („ნიუ ჰოსპიტალსი“ და „პინეო სამედიცინო ცენტრი“) და ორი ლაბორატორია (ლუგარის ს/ჯ კვლევითი ცენტრი, როგორც ეროვნული რეფერალური ლაბორატორია და „მეგალაბი“).


შემაჯამებელ სამუშო შეხვედრაზე განხორციელდა რეკომენდაციების განხილვა. ხოლო მისიის დასასრულს ჩატარდა ერთდღიანი სემინარი საქართველოში ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროგრამების (TAP) საპილოტე პროექტის განხორციელების საკითხებზე.