Logo

ტყვიის ზემოქმედებით განპირობებული დაავადების ტვირთი

title

ტყვიის ზემოქმედებით განპირობებული დაავადების ტვირთი

ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასების (IHME) ინსტიტუტის გამოთვლებით, 2013 წელს ტყვიის ექსპოზიციის ხარჯზე მოდიოდა სიკვდილის 853 000 შემთხვევა, რაც ტყვიის ჯანმრთელობაზე გავლენის შორეულ ეფექტებს უკავშირდება. ამ მხრივ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის ტვირთი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებზე მოდის. იმავე ინსტიტუტმა ასევე დაადგინა, რომ ტყვიის ექსპოზიცია განაპირობებს იდიოპათიური ინტელექტუალური ინვალიდობის გლობალური ტვირთის 9.3%-ს, გულის იშემიური დაავადების გლობალური ტვირთის  4%-სა და ინსულტის გლობალური ტვირთის 6.6%-ს.

                                                      

ტყვისადი ექსპოზიციის წყაროები

ჯერ კიდევ არსებობს ტყვიის გარემოში გამოყოფის სხვადასხვა  წყარო, ისეთი, როგორიცაა ბენზინი, საწარმოო პროცესები, საღებავების წარმოება, ზოგიერთი საკონსერვო წარმოებაში გამოყენებული შესაფუთი მასალა, მაგ., ქილები, ტყვიის შემცველი ძველი წყლის მილები.

 

რისკის ჯგუფები:

  • 0- 6 წლამდე ასაკის ბავშვები, 
  • ორ[i]სულები,
  • პროფესიული, სხვადასხვა ეთნიკური/რასობრივი ჯგუფები,
  • მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე აშენებული სახლების მაცხოვრებლები.

 

ტყვიის მეტაბოლიზმი

ტყვიისადმი მოზრდილთა ექსპოზიცია, ძირითადად, პროფესიული ხასიათისაა. ბავშვის  ექსპოზიციას ადგილი აქვს როგორც პრენატალურ პერიოდში, ასევე დაბადების შემდეგ. ტყვია ადამიანის ორგანიზმში ხვდება ორი გზით:

  1. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი
  • ტყვიის შემცველი საკვების მიღებით,
  • ტყვიით დაბინძურებული საკვებისა და წყალის მიღებით, თუმცა მინიმალურია რისკი დედის რძისგან
  1. რესპირატორული ტრაქტი
  • დაბინძურებული ჰაერი
  • მტვერი
  • საწვავის გამონაბოლქვი

ტყვია მოზრდილებში, ძირითადად, ინჰალაციური გზით ხვდება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიწოვება   10-დან 20% -მდე.

მცირეწლოვან ბავშვებში ტყვია 40-70%-ში შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ორსული ქალებში ტყვიის მოხვედრისას პლაცენტა გამავალი ხდება  მეტალისადმი და  ტყვიისადმი ექპოზიციას პრენატალურ პერიოდში აქვს ადგილი. ტყვიის ბავშვის ორგანიზმში მოხვედრა  ინჰალაციის გზითაც ხდება, თუმცა შედარებით ნაკლები ინტესიურობით. აბსორბციას აძლიერებს ანემია, რკინის, კალციუმისა და ცინკის  იონების დეფიციტი, აგრეთვე მჟავე საკვები. მეტაბოლიზმი რთული და ცვალებადია ასაკის შესაბამისად.

ინჰალაციის შედეგად ტყვიის 30% -50% გადადის სისხლის ნაკადში, ხოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მოხვედრისას ტყვიის მხოლოდ  8% -დან 15% -მდე  აბსორბცია ხდება სისხლში, დერმალური კონტაქტისას კი - აბსორბცია ძალზე მცირეა.

შეწოვის შემდეგ ტყვია პირველად ხვდება სისხლში, შემდეგ კი  რბილ ქსოვილებში - ღვიძლის, თირკმლის და ტვინის ქსოვილებში. ქრონიკული ექსპოზიციის ძირითადი დეპოზიტია ძვლის ქსოვილი (90%), რაც ძალიან ნელი ელიმინაციით ხასითდება.

ორგანული ტყვია მეტაბოლიზდება ღვიძლში, მაშინ როცა არაორგანული ტყვია ბიოტრანფორმაციას არ განიცდია. ტყვია,  ძირითადად, თირკმელებიდან შარდის მეშვეობით გამოიყოფა.

ტყვის ექსპოზიციის შედეგები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სისხლში ტყვიის დონეზე, და  ექსპოზიციის ხანგრძლიბობასა და ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის გზებზე.

ცხრილში მოცემულია ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე, შესაბამისი კლინიკური ნიშნები და რეკომენდაციები.