ზოგადი მიმოხილვა „ლეიშმანიოზების” სახელწოდების ქვეშ გაერთიანებულია ანთროპონოზული და ზოონოზური დაავადებები. ლეიშმანიოზები პარაზიტულ დაავადებათა ჯგუფია, რომლებიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული მსოფლიოში და დიდ ზიანს აყენებს მოსახლეობის მნიშვლელოვან ნაწილის ჯანმრთელობას, ძირითადად კი განვითარებად ქვეყნებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ლეიშმანიოზები გავრცელებულია მსოფლიოს 98 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.