Logo

ბურულის წყლული

title


ძირითადი ინფორმაცია:  
2002-2017 წლებში მსოფლიოს 17 ქვეყანაში დარეგისტრირდა ბურულის წყლულის 55 000-ზე მეტი შემთხვევა
გვიან რეგისტრირებულ შემთხვევათაგან 25%-ზე მეტი რჩება ინვალიდი
მსუბუქი კატეგორიის დაზიანების დროს შემთხვევების 80% იკურნება მხოლოდ ანტიბიოტიკების მეშვეობით
ბურულის წყლული რეგისტრირდება აფრიკის, ამერიკის, აზიის და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონების 33 ქვეყანაში. შემთხვევათა უდიდესი უმრავლესობა რეგისტრირდება აფრიკის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილის შემდეგ ქვეყნებში - ბენინი, კამერუნი, კოტ დივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და განა. აფრკის გარეთ ავსტრალია და იაპონია წარმოადგენს ენდემურ ქვეყნებს აღნიშნული დაავადებისათვის 
2015 წელს 13 ქვეყანაში აღირიცხა 2037 ახალი შემთხვევა
პაციენტთა უმრავლესობას შეადგენს 15 წლამდე ასაკის ბავშვები
ბურულის წყლულისათვის პრევენციული ღონისძიებები არ არსებობს, ვინაიდან გადაცემის გზები უცნობია


რა არის ბურულის წყლული?
ბურულის წყლული არის კანისა და რბილი ქსოვილების  ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია Mycobacterium ulcerans. ინფექცია იწყება უმტკივნეული ლაქოვანი კვანძების წარმოქმნით და მათი შეშუპებით, რომელიც შემდგომში წყლულად იქცევა. ის აზიანებს კანს და რბილ ქსოვილებს და წარმოქმნის წყლულებს ძირითადად ქვემო და ზემო კიდეურებზე.  გამომწვევი გამოიმუშავებს ტოქსინს - მიკოლაქტონს, რომელიც აზიანებს ქსოვილებს. 
პაციენტები, როგორც წესი, სამედიცინო დახმარებას მიმართავენ წყლულის სტადიაზე მრავლობითი პრობლემებით. 
ლაბორატორიული დიაგნოსტირება
სწრაფი დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება ქსოვილების თხელი ანათალის გამოკვლევა ქრომატოგრაფიული მეთოდით. დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია (პჯრ).
მკურნალობა 
მკურნალობა არის კომპლექსური, რომელიც მოიცავს ქირურგიულ ჩარევას და კანის მთლიანობის აღდგენას ასევე ანტიბიოტიკოთერაპიას. ანტიბიოტიკების სხვადასხვა კომბინაციით მკურნალობა გრძელდება 8 კვირის განმავლობაში იმის მიუხედავად, დაავადების რომელ სტადიაზე იწყება იგი.
პრევენცია
ბურულის წყლულის პირველადი პრევენციული საშუალებები არ არსებობს, რადგან ჯერ კიდევ უცნობია ამ დაავადების გადაცემის გზები.
კონტროლი
ბურულის წყლულის კონტროლის მიზანია, შეამციროს ავადმყოფისათვის ტკივილი და ქსოვილების ღრმა დაზიანება და დაავადების სოციო-ეკონომიკური ტვირთი. დაავადების დროული აღმოჩენა და ანტიბიოტიკებით თერაპია არის ჯანმო-ს სტრატეგიის ქვაკუთხედი ბურულის წყლულის კონტროლის საკითხებში. 
ჯანმო და გლობალური რეაგირება 
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ტექნიკურად ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს ამ დაავადების კონტროლს და კვლევების გაფართოებას ბურულის წყლულის უცნობი ასპექტების შესასწავლად.