Logo

ხშირად დასმული კითხვები

რატომ ძუძუთი კვება?

ძუძუთი კვება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ბავშვთა ავადობისა და სიკვდილობის შესამცირებლად. დედის რძე უზრუნველყოფს ახალშობილებსა და ჩვილებს მათთვის იდეალური საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია მათი ზრდისა და განვითარებისათვის. ძუძუთი კვება ამცირებს ბავშვთა ინფექციების განვითარების სიხშირესა და სიმძიმეს.

ხშირად დასმული კითხვები რკინის დეფიციტთან დაკავშირებით

რა არის რკინის დეფიციტი და რამდენად საზიანოა იგი ორგანიზმისთვის? რკინა არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ადამიანის ორგანიზმში. ის წარმოადგენს ასეულობით ცილოვანი მოლეკულისა და ფერმენტის აუცილებელ კომპონენტს. ჰემოგლობინი და მიოგლობინი არის რკინის შემცველი პროტეინები, რომლებიც ჩართულნი არიან ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და შენახვაში.

ხშირად დასმული კითხვები ფოლიუმის მჟავასთან დაკავშირებით

რას წარმოადგენს ფოლიუმის მჟავა და რატომაა ის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისათვის? ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ფოლიუმის მჟავა პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოება.