Logo

ელექტრონული სიგარეტი: ვესაუბროთ ახალგაზრდებს რისკების შესახებ

title

ამა წლის 23 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ბატონმა რობერტ რედფილდმა,  გამოსცა განაცხადი რომელიც ელ. სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებულ პირველ ლეტალურ შემთხვევას ეხმაურება. „ელ. სიგარეტის მოწევა მომხმარებელს მრავალი განსხვავებული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ აქცევს, რომლის მავნე მოქმდების შესახებაც ჩვენ ჯერ-ჯერობით ბევრი არ ვიცით. ელ. სიგარეტი არ არის უსაფრთხო ახალგაზრდებისთვის, ორსულებისთვი ან ზრდასრულებისთვის, რომლებიც არ იყენებენ სხვა თამბაქოს პროდუქტებს.“


დღევანდელი მონაცემებით აშშ-ში უკვე დაფიქსირდა ერთი ლეტალური შემთხვევა რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ელ. სიგარეტის გამოყენებასთან. ამასთან, ამა წლის 28 ივნისის შემდგომ საავადმყოფოების მიერ მოხდა დამატებით 193 ფილტვის დაზიანების შემთხვევის ანგარიშგება, რომლებიც, სავარაუდოდ, ასევე დაკავშირებულია ელ. სიგარეტების გამოყენებასთან

ილინოისის შტატის ჯანდაცვის სპეციალისტების დასკვნით ელ. სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებული სიმპტომებია: ხველა, სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობა. ზოგიერთ პაციენტში ასევე აღინიშნება გულისრევა და ფაღარათი. ექიმების თქმით რენტგენოლოგიური კვლევის შედეგად აღინიშნება ფილტვის ისეთი დაზიანებები, როგორიც აქამდე არ უნახავთ. საქმე გვაქვს მთელი ფილტვის თანაბრად დაზიანებასთან


2014 წლიდან მოყოლებული, ელ. სიგარეტები ყველაზე ხშირად მოხმარებადი თამბაქოს ნაწარმია სკოლის მოსწავლეებს შორის აშშ-ში. მხოლოდ 2017-დან 2018 წლამდე ახალგაზრდებში ელ. სიგარეტის მოხმარება 1.5 მილიონით გაიზარდა. ამ ფაქტს US Surgeon General-მაეპიდემიაუწოდა და გამოსცა გაფრთხილება, რომ ეს საშიშროებას უქმნის ათწლეურების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, რის შედეგად ახალგაზრდების მიერ თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა.


კვლევები გვიჩვენებს, რომ ელ. სიგარეტების რეკლამა ძირითადად იმავე თემებს იყენებს, რომლებმაც თავის დროზე ახალგაზრდებში სიგარეტის მოხმარების ზრდა გამოიწვა. 2016 წელს 10-დან 7 სკოლის მოსწავლეს ნანახი ჰქონდა ელ. სიგარეტის რეკლამა მაღაზიებში, ინტერნეტში, ტელევიზიით ან ჟურნალ-გაზეთებში

რეკლამის გავლენით, ახალგაზრდების მიერ ელ. სიგარეტების გამოყენება შესაძლოა უვნებლად გვეჩვენოს. ახალგაზრდებმა იციან, რომ ტრადიციული სიგარეტის მოხმარება იწვევს მრავალ დაავადებას და სიკვდილსაც კი; თუმცა, მათმა უმრავლესობამ არ იცის, რომ ელ. სიგარეტში არსებულმა ნიკოტინმა შესაძლოა მავნე გავლენა იქონიოს ტვინის განვითარებაზე ან საშიში იყოს ახალგაზრდებისთვის სხვა ბევრი მიზეზის გამო


ნიკოტინს შეუძლია მავნე გავლენა იქონიოს ტვინის განვითარებაზე

ელ. სიგარეტების უმრავლესობა შეიცავს ნიკოტინს. ნიკოტინი განსაკუთრებით მავნეა ახალგაზრდებისთვის. რადგან ადამიანის ტვინი განვითარებას განაგრძობს დაახლოებით 25 წლამდე. შესაბამისად, ამ ასაკამდე ნიკოტინის მოხმარებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თავის ტვინის იმ წერტილებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერებაზე, ყურადღებაზე და სწავლაზე

უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ახალგაზრდა რომელიც იყენებს ელ. სიგარეტს ეწევა ტრადიციულ სიგარეტსაც. უფრო მეტიც, არსებობს მტკიცებულება, რომ ახალგაზრდებში რომლებიც მოიხმარენ ელ. სიგარეტს, მომავალში რეგულარული სიგარეტის მოწევის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად იმატებს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სითხე, რომელიც ელ. სიგარეტის საშუალებით ხურდება და წარმოქმნის აეროზოლს (ბოლს), შეიცავს ნაკლებ ზიანის მომტან ნივთიერებას, ვიდრე ტრადიციული სიგარეტის ბოლი, ის მაინც შეიცავს მავნე ნივთერებებს - მძიმე მეტალების და კანცეროგენების ჩათვლით - რომლებიც ღრმად შეისუნთქება ფილტვებში. დამატებით, ელ. სიგარეტის ის ნაწილი რომელიც ხურდება შესაძლოა აფეთქდეს ან გამოიწვის სერიოზული დამწვრობა


უფრთხილდითდამალულელ. სიგარეტებს

ყველაზე გაყიდვადი ელ. სიგარეტის ბრენდი აშშ-ში არის JUUL, რომელიც გამოიყურება როგორც USB მეხსიერების მოწყობილობა. JUUL-ისკარტრიჯი“, რომელშიც მოთავსებულია ელ. სიგარეტის მიერ გახურებადი სითხე, შეიცავს იმდენ ნიკოტინს, რამდენიც  სიგარეტის 20 ღერში გვხვდება ერთდროულად. ეს სითხეები ასევე არის სხვადასხვა არომატით, რაც პროდუქტს ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. ელ. სიგარეტები ასევე შესაძლოა გამოიყურებოდეს როგორც სხვა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი, როგორიც არის მარკერი, საკრედიტო ბარათი, დისტანციურად მართვის პულტი, კალამი და სხვ



რა მდგომარეობაა საქართველოში


საქართველოში ელ. სიგარეტების მოხმარება ახალგაზრდებში ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2014 წლის GYTS კვლევის შედეგად ელ. სიგარეტს მოიხმარდა 13-15 წლის ასაკის მოსწავლეების 5.7%, ხოლო 2017 წლის მონაცემებით ეს ციფრი 13.2%-მდე გაიზარდა

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, 2018 წლის 1 მაისიდან, აღნიშნული კანონით გათვალისწინებული წესები და შეზღუდვები თამბაქოს ყველა სხვა ნაწარმთან ერთად შეეხო ელექტრონულ სიგარეტებსაც. კანონის თანახმად ელექტრონული სიგარეტიც, ისევე, როგორც ცალკე აღებული ელექტრონული სიგარეტის ნიკოტინის შემცველი მასალა/კატრიჯი/კაფსულა, მიიჩნევა თამბაქოს ნაწარმად; რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ მასზე, თამბაქოს სხვა ნაწარმების მსგავსად, ვრცელდება თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული ყველა რეგულაცია (მათ შორის, მოწევის აკრძალვა გარკვეულ ადგილებში, რეალიზაციასთან დაკავშირებული შეზღუდვები, ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება, ნაწარმის შეფუთვის სტანდარტებიდა სხვა).



წყარო: https://www.cdc.gov/tobacco/features/back-to-school/e-cigarettes-talk-to-youth-about-risks/index.html