Logo

1 წუთიანი ფილმების კონკურსი თბურ ტალღებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების მართვის თემაზე

title

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე დაძმობილების პროექტის ფარგლებში - „ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში“, გამოცხადდა კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ფილმის/ანიმაციური ვიდეო-რგოლის შესაქმნელად თბურ ტალღებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების მართვის თემაზე. თბურ ტალღებად წოდებული ზაფხულის ძალზე ცხელი დღეები ახლოვდება - დაეხმარეთ საზოგადოებას ჯანმრთელობის რისკების თაობაზე ცნობიერების ამაღლებაში, მიიღეთ მონაწილეობა   კონკურსში!

გზავნილი 1: იზრუნეთ ჯანმრთელობაზე თბურ ტალღებად წოდებულ ზაფხულის ძალზე ცხელ დღეებში


გზავნილის ტექსტი: თბური ტალღების მავნე ზემოქმედებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება, ინფორმირებულობა და სათანადო მომზადებაა.
არსებობს ექვსი საუკეთესო გზა, საკუთარი თავისა და  ჩვენთვის საყვარელი ადამიანების დასაცავად თბურ ტალღებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკებისგან:
1. შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე
2. მოერიდეთ მაღალ ტემპერატურას და მზის პირდაპირ სხივებს
3. დალიეთ საკმარისი რაოდენობით წყალი და იკვებეთ მსუბუქად
4. გამოიყენეთ სხეულის გამაგრილებელი საშუალებები
5. იზრუნეთ სხვებზე
6. სერიოზულად მოეკიდეთ გარემოს მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს


დაგვეხმარეთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში და მონაწილეობა მიიღეთ კონკურსში მოკლემეტრაჟიანი ფილმის/ანიმაციური ვიდეო რგოლის შესაქმნელად, რომელიც ღიაა  საქართველოს ყველა მოქალაქისთვის!
კონკურში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/1-tsutiani-filmebis-konkursi/
როგორი ფორმით მიაწოდებდით აღნიშნულ გზავნილებს საქართველოს მოსახლეობას? ახლა თქვენი დროა გამოავლინოთ შემოქმედებითი მიდგომა.

კონკურსანტებს, დასრულებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი/ვიდეო რგოლი შეუძლიათ გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
ანტუან პოგორზელსკი: antoine.pogorzelski@expertisefrance.fr და
ეკატერინე ლობჟანიძე:: e.lobzhanidze@ncdc.ge
2023 წლის 4 ივლისამდე


ქვევით მოცემულია სურათის/ბანერის ტექსტის მაგალითი და  გთავაზობთ იხელმძღვანელოთ  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ამ შაბლონებით: