Logo

ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) მიერ ორგანიზებული ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი

title

მიმდინარე წლის 22-26 ივნისს ლონდონში გაიმართა ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ყოველწლიურად 10 000-ზე მეტი მონაწილე ესწრება.

კონგრესში მონაწილეობდა საქართველოს დელეგაციაც, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმიუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ექსპერტები.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების მიერ წარდგენილი იქნა 7 სასტენდო მოხსენება, რომელებზეც შეჯამებული იქნა ქვეყნაში მიმდინარე С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შედეგები. 

კონგრესის სხვადასხვა სესიაზე დარიგდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2015-2021 მიღწევების ამსახველი ანგარიში „C ჰეპატიტის პროფილი“, 2021 წლს ჩატარებული B  და С  ჰეპატიტების განმეორებითი სეროპრევალენტობის კვლევის შედეგები და სხვა   საინფორმაციო მასალა.

 

·         25 ივნისს საქართველოს დელეგაცია მიწვეული იყო უზბეკეთში С ჰეპატიტის ელიმინაციისადმი მიძღვნილ სესიაზე, სადაც წარმოდგენილი იყო C ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უზბეკეტში, მიმდინარე პილოტური პროგრამის შედეგები, არსებული მიღწევები და გამოწვევები. ქართველი ექსპერტები უკვე მესამე წელია თანამშრომლობენ უზბეკ კოლეგებთან და უზიარებენ დაავადების ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებას.  უზბეკ კოლეგებთან   ერთად დაისახა აღნიშნული თანამშრომლობის გაგრძელების სამომავლო გეგმები.

 

·         საქართველო, როგორც С ჰეპატიტის ელიმინაციის სამოდელო ქვეყანა აღნიშნული იყო არა ერთ სესიაზე, მათ შორის ევროპის ჰეპატიტების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სტანდარტების შემუშავებისადემი მიძღვენილ სესიაზეც. მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო იყო ჩვენი ქვეყნის გამოცდილება C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რეჟიმების გამარტივებისა და მომსახურების დეცენტრალიზაციის კუთხით.

·         საქართველოს წარმატებები განსაკუთრებულად აღინიშნა ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსის წარმომადგენლების მიერ NOhep Visionaries ინიციატივის ფარგლებში, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის სამოდელო ქვეყანის მიერ პროგრამის პოპულარიზაციისთვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევის გამო. პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნის მთავრობების, სამედიცინო პერსონალისა და ახალგაზრდობის ჩართვას დაავადების ელიმინაციისკენ მიმართულ ღონისძიებებში როგორც პოლიტიკის, ისე პროგრამების შემუშავების კუთხით.

·         წლევანდელი კონგრესზე გასანკუთრებული ყურადღება დაეთმო B და D ჰეპატიტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს, განხილული იქნა მესამე სტადიის წარმატებული კლინიკური კვლევების შედეგები და მკურნალობის ახალი მეთოდები, რომელთა დანერგვა ახლო მომავალში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაავადებების დროულ დიაგნოსტიკისა და წარმატებულ მკურნალობას.   

 

 

კონგრესის მიმდინარეობისას საქართველოს დელეგაციის წევრებს ჰქონდათ საქმიანი შეხვედრები EASL-ის, ჯანმოს,  ECDC-ის, სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა სამომავლო  თანამშრომლობის საკითხები.