Posted on:
16.06.2021
title
უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის სტაჟირების გამოსაშვები ცერემონია 2021 წ. 24 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში WRAIR ეგიდითა და ორგანიზებით გაიმართა სან-დიეგოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტების სტაჟირების გამოსაშვები ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ: აშშ-ის ელჩი საქართველოში- ქ-ნი კელი დეგნანი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეები და მოადგილეები, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, WRAIR და დკსჯეცის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები. ღონისძიებაზე WRAIR-ის სტაჟიორებმა: დევი ონიანმა და ანი ჩიჩუამ პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს სტაჟირების პერიოდში სიტუაციური კვლევის შედეგები. ქ-მა კელი დეგნანმა, ბ-მა ამირან გამყრელიძემ და ბატონმა ირაკლი ბერაიამ სტუდენტებს წარმატებული სტაჟირების დასრულება მიულოცეს და უსურვეს ახალგაზარდებს პროფესიული ზრდა და წინსვლა საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ