Logo

უსაფრთხო სისხლის დაძმობილების პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

title

2020 წლის 9 მარტს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა უსაფრთხო სისხლის დაძმობილების პროექტის (Twinning Project GE 18 ENI HE 01 19 on Strengthening Blood Safety System in Georgia) სამეთველყურეო საბჭოს პირველი სხდომა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები და პროექტის ლიდერები პარტნიორი ქვეყნების - ლიეტუვას და ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან. ასევე, შეხვედრაში, მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განხიხილეს პროექტის პირველ ექვს თვეში განსახორციელებელი აქტივობები, შესრულების ვადები, განხორციელების მეთოდოლოგია და შესაძლო რისკები. სამოქმედო გეგმა დამტკიცდება საქართველოს, ლიეტუვას და ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან პროექტის ლიდერების ხელმოწერით. ასევე, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის საკომუნიკაციო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ცნობადობის გაზრდას და სისხლის უსაფრთხოების საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.