Logo

შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან

title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმაერთა.
შეხვედრა ორგანიზებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკაშირებით, რაც გამომდინარეობს ეროვნული ცენტრისა და მისი ფუქნციური შემადგენელი ნაწილის - რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ერთიან სივრცეში ინტეგრირებიდან ცენტრის საოფისე ნაწილის ახალ ადმინისტრაციული შენობაში გადასვლის შედეგად, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, მიმდინარე წელს იქნა დასრულებული. ასევე, ვინაიდან დასრულდა ცენტრის 5-წლიანი სტრატეგიული ციკლი, 2018 წლის 3 აგვისტოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა ეროვნული ცენტრის ახალი - 2018-2022 წწ სტრატეგიული გეგმა, სადაც აისახა ეროვნული ცენტრის ახალი პრიორიტეტული მიმართულებები.

მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემა საქართველოში „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპიდან გამომდიარე, მთლიანობაში მოიცავს 22 ლაბორატორიას, რომელთაგან 10 იმყოფება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ხოლო 12 - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემადგებლობაში, ხოლო მათი რეფერალური ლაბორატორია გახლავთ ლუგარის ცენტრი, როგორც ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ერთადერთი ლაბორატორია რეგიონში. სწორედ ლუგარის ცენტრისა და მთლიანად - საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის უფრო ეფექტური ფუნქციონირების მიზნით იქნა განთავსებული ცენტრის ადმინისტრაციული ნაწილი, სადაც მუშაობენ ეპიდემიოლოგები და დარგის სხვა სპეციალისტები, ლაბორატორიულ ნაწილთან ახლოს, რომლის შედეგად, რეგიონში საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძლიერი, პრაქტიკული და სამეცნიერო კამპუსის ჩამოყალიბებას, სადაც ერთიან სივრცეში იქნა თავმოყრილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყველა წამყვანი სამსახური.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეცნოთ ეროვნული ცენტრის ახალ სტრატეგიულ მიმართულებებსა და განვლილი სტრატეგიული ციკლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, შეაფასებინათ ცენტრის ძირითადი მიღწევები და გამოწვევებ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის სრუქტურებთან. მის ბაზაზე მიმდინარეობს მრავალი სამეცნიერო და საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტი, მათ შორის - დონორული და საერთშორისო დაფინანსებით. ლუგარის ცენტრი ლაბორატორიული მენეჯმენტის, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის რეგიონალური ტრენინგებისა და რესურსების ცენტრს წარმოადგენს. ცენტრში ხშირად ეწყობა საერთაშორისო დონის კონფერენციები, სამინარები, სამუშაო შეხვედრები. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ერთიანი კამპუსის გაცნობა კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის ახალი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების საქმეში.
კონფერენციის დასასრულების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მუშაობას გაეცნენ.