Logo

ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული

title

2019 წლის 22 ნოემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა  ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით

ანტიბიოტიკების მომავალი დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზე!

შეხვედრას დაესწრნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პიები. ასევე, კლინიცისტები და დარგის ექსპერტები.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2019 წლის 18-24 ნოემბერს აღნიშნავს,  ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს, რომელიც მიმართულია ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებისაკენ. საქართველოში კვირეული 2016 წლიდან აღინიშნება და აგრძელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივას ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის კვირეულის შესახებ.