Logo

COVID-19 საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიში მე-4 გადახედვა

title

 ჩინეთში წარმოშობილმა მწვავე მძიმე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებული კორონავირუსი 2, იგივე SARS-CoV-2, ელვის სისწრაფით გავრცედა მის საზღვრებს გარეთ. დღეისათვის მსოფლიოს 216 ქვეყანაში ინფიცირებულია 33 მილიონზე მეტი ადამიანი, დაფიქსირებულია 27 მილიონამდე გამოჯანმრთელება და 1 მილიონზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა. ინფექციის გავრცელება განსაკუთრებული ინტენსიობით ხასიათდება აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთში, კოლუმბიაში, პერუში, ესპანეთში, არგენტინაში, მექსიკასა და სამხრეთ აფრიკაში,ხოლო პანდემიის პირველწყარო ჩინეთმა გადაინაცვლა დაზიანების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების თანმიმდევრობაში ორმოცდამეხუთე ადგილზე. 


ვინაიდან კორონა ვირუსის ეს შტამი ახალია, ბევრი ინფორმაცია სამეცნიერო საზოგადოებისთვისაც კი ჯერ ისევ უცნობია და მრავალი ასპექტი შესწავლის პროცესშია. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების მეოთხე ანგარიშს. წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.


ანგარიში