Logo

იმერეთი C ჰეპატიტის გარეშე

title

2020 წლის 15 თებერვალს ქ.ქუთაისში, სასტუმრო კომპლექსში ,,ბაგრატი 1003“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით
იმერეთი თავისუფალი C ჰეპატიტისგან

ღონისძიებას ესწრებიდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის ექიმები და დარგის ექსპერტები.

ღონისძიებაზე მოხდა მემორანდუმის გაფორმეება ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და იმერეთის რეგიონის სამხარეო

შეხვედრაზე ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და ბატონმა კოტე გვეტაძემ გააკეთეს პრეზენტაცია C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობის შესაზებ როგორც საქართველოში, ასევე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინასტრაციას შორის.

ღონისძიებაზე დააჯილდოვეს სკრინინგის წარმატებით განმახორციელებელი სიფლის ოჯახის ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელები.

შეხვედრის დასასრულს მადლობის წერილი და სიგელი გადასცეს რეგიონალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა ბატონ კოტე გვეტაძეს.