Logo

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) პრეზენტაცია

title

2018 წლის 17 სექტემბერს 11:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს
სტატისტიკის სამსახურის ორგანიზებით  მრავალინდიკატორული
კლასტერული კვლევის (MICS) ოფიციალური დაწყების პრეზენტაცია გაიმართა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად

მოსახლეობის მასშტაბურ კვლევას იწყებს

პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის მოადგილე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს
სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირები.
მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი
იუდიდესი კვლევაა, რომლის მიზანია საქართველოში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების
მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვება. კვლევა
საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის,
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა
ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 14,000-ზე მეტ ოჯახთან ინტერვიუებს, სასმელი
წყლის ხარისხის დადგენას და 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის
შემოწმებას.
კვლევის შედეგად საქართველოში შეგროვდება ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე
შედარებადი მონაცემები სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ, რაც
ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას.
კვლევის მიმდინარეობის პარალელურად, გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებს მასშტაბურ
საკომუნიკაციო კამპანიას და საზოგადოების მობილიზაციას, რომლის მიზანია
მოსახლეობის ინფორმირება კვლევისა და საველე სამუშაოების დაწყების შესახებ.
კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

ვებ გვერდი: www.ncdc.ge

ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)
საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 595 9 5 61 03, მაია ქურციკიძე 599 53 30 71, მარიამ
ყაველაშვილი 599337133