Logo

ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) საპრეზენტაციო ტური საქართველოს კლინიკური მედიცინის სპეციალისტებისთვის 09.10.2017

title


2017 წლის 9 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) საპრეზენტაციო ტურის ფარგლებში საქართველოს კლინიკური მედიცინის სპეციალისტებისთვის.  

British Medical Journal (BMJ) – არის უძველესი გამოცემა, რომლის დაარსების ისტორია 170 წელზე მეტს ითვლის და ამჟამად წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეტად ციტირებად ჟურნალს მედიცინაში. BMJ აქვეყნებს 60-ზე მეტ ჟურნალს, რომელთაგან ზოგიერთი თავის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია.