Logo

შეხვედრა ჯანმოს იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერთან 24.05.2021

title 2021 წლის 24 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები. ასევე, დარგის ექსპერტები. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე ეპიდსიტუაციის და იმუნიზაციის საკითხების შესახებ. გაკეთდა პრეზენტაციები. ჯანმოს იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერის სიდართა დატას მიერ მოხდა ,,წითურას ელიმინაციის სერთიფიკატის“ გადმოცემა.