Logo

ბიოსამედიცინო კვლევების წარმოების 125-ე იუბილე 17.12.2018

title

2018 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა უოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის  (WRAIR)  საიუბელიო ღონისძიება სახელწოდებით
ბიოსამედიცინო კვლევების წარმოების 125 წლისთავი
ღონისძიებას დაესწრიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, აშშ ელჩი საქართველოში, USAMRD-G-ის დირექტორი და უოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის მთავარსარდლის მოადგილე. ასევე, ასევე, WRAIR, CDC, DTRA, ROTO, TMC, Millenium Challenge Corporation,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
WRAIR წარმოადგენს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყველაზე დიდ ბიოსამედიცინო კვლევით ლაბორატორიას. მისი ლაბორატორიები მთელს მსოფლიოში ახორციელებენ კვლევებს ინფექციური დაავადებების და თავის ტვინის ჯანმრთელობის მიმართულებით. მართალია, მისი სამეცნიერო კვლევების მიზანს წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის დაცვა და გაძლიერება, მაგრამ იგი ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამოქალაქო სექტორის ჯანმრთელობაზე  შეერთებულ შტატებსა და მთელს მსოფლიოში.