Logo

ჯანმრთელობისს მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტის 25-ე მოწვევის მე-4 სხდომა

title

2018 წლის 19 მაისს ქ. ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) შტაბ ბინაში გაიმართა ჯანმრთელობისს მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტის 25-ე მოწვევის მე-4 სხდომა. 
მუდმივმოქმედი კომიტეტის 25-ე მოწვევის თავმჯდომარე ქვეყანაა საქართველო და სხდომას თავმჯდომარეობდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი - ამირან გამყრელიძე. 
სხდომაზე განიხილეს მიმდინარე წლის სექტემბერში ქ. რომში დაგეგმილი ჯანმოს ევროპის რეგიონის 68-ე რეგიონალური კომიტეტის დღის წესრიგი, მომზადებული ნორმატიული და საინფორმაციო დოკუმენტები, რომელთა შესახებაც გაიმართა დისკუსია. მუდმივმოქმედმა კომიტეტმა გაუწია რეკომენდაცია აღნიშნულ დოკუმენტებს რეგიონალურ კომიტეტზე წარსადგენად. 
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: 
• ჯანმოს ევროპის რეგიონში ტუბერკულოზის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების 2016-2020 წწ. სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესი;
• ვაქცინებით მართვადი დაავადებები და იმუნიზაცია: ევროპის რეგიონში ვაქცინების 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის სრული პოტენციალის შეფასება;
• ჯანმრთელობის მსფოლიო ორგანიზაციის რეფორმა: ახალი სტრატეგიული ხედვა და რეფორმირების გეგმა;
• ინვაზიური კოღოების და გადამტანებით აღმოცენებადი დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის 2014-2029 წწ. რეგიონალური ჩარჩო-დოკუმენტის განხორციელება: მიღებული გამოცდილება და მომავლის გეგმები;
• ჯანმოს ევროპის რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებზე მზაობისა და რეაგირების გაუმჯობესების 2018-2023 წწ სამოქმედი გეგმა;
• ინვესტირება ბავშვებში: ევროპის რეგიონში ბავშვთა მიმართ არასასურველი მოპყრობის 2015–2020 წწ. სამოქმედო გეგმის გამხორციელების პროგრესი;
• ინვესტირება ბავშვებში: ევროპის რეგიონში ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის 2015-2020 წწ სტრატეგიის განხორციელების პროგრესი;
• ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ევროპის სტრატეგიიული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესი;
• ევროპის გარემოსა და ჯანმრთელობის პროცესის განხორციელება; 
• ევროპის რეგიონში მამაკაცების ჯანმრთლობისა და კეთილდღეობის სტრატეგიის პროექტი;
• ევროპის რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის;
• ევროპის 2018 წ. ჯანმრთლობის რეპორტი;
• ქვეყნები ყურადღების ცენტრში: ჯანმოს ქვეყნებში განთავსებული ოფისების სტრატეგიული როლი;
• ჯანმოს ევროპის რეგიონის ფინანსური მდგრადობა
გარდა აღნიშნულისა, კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა ჯანმოს აღმასრულებელ საბჭოში 2019 წლისთვის ევროპის რეგიონიდან წარსადგენი 2 კანდიდატი ქვეყნის საკითხი; ჯანმოს ევროპის რეგიონის მუდმივმოქმედ კომიტეტში 4 კანდიდატი ქვეყნის საკითხი; ჯანმოს ტროპიკულ დაავადებათა სამეცნიერო კომიტეტში ერთი კანდიდატი ქვეყნის საკითხი და ჯანმოს ევროპის რეგიონის რეგიონალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის შემაფასებელი ჯგუფის 6 კანდიდატი ქვეყნის საკითხი, სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ჯანმოს ევროპის ოფისის ბიუჯეტირებისა და ფინანსირების მდგომარეობის ანგარიში და სხვა საკითხები. 
მუდმივმოქმედი კომიტეტის რეკომენდაციები განხილულ იქნება ჯანმოს რეგიონალურ კომიტეტზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, ქ. რომში.
ბატონმა ამირან გამყრელიძემ, ასევე მონაწილეობა მიიღო ჯანმოს 71-ე გენერალური ასამბლეის სხდომების მუშაობაში,. როგორც საქართველოს დელეგაციის წევრმა. ასამბლეა 21–26 მაისს ქ. ჟენევაში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს დეგელაცია შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის - ბატონი დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით.