Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 70-ე სესია 23.05.2017

title

2017 წლის 23 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა, შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 70-ე სესიაზე  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გენერალური დირექტორის პოსტზე კენჭისყრით აირჩიეს ბატონი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, რომელიც ეთიოპიის მთავრობის მიერ იყო წამოყენებული აღნიშნულ პოზიციაზე. 

ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოსტზე არჩევამდე, ბატონი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი 2012-2016 წწ. იკავებდა ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს, ხოლო 2005-2012 წლებში - ეთიოპიის ჯანმრთლობის მინისტრის პოსტს. 

ეთიოპიის ჯანმრთელობის მინისტრის პოსტზე, ბატონმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განახორციელა ეთიოპიის ჯანმრთელობის სისტემის ძირეული რეფორმა, რაც ასევე ქვეყნის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებაში აისახა - მისი თაოსნობით ეთიოპიაში შეიქმნა 3500 ჯანმრთლობის ცენტრი და 16 000 ჯანდაცვის მუშაკის სამუშაო ადგილი; საფუძველი ჩაეყარა შესაბამის ფინანსურ მექანიზმებს ჯანმრთლობის დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის მოცვის გაფართოების მიზნით. 

ბატონი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი გენერალური დირექტორის პოსტზე მოღვაწეობას 2017 წლის 1 ივლისს შეუდგება 5 წლიანი ვადით და ამ პოზიციაზე შეცვლის ქალბატონ მარგარეტ ჩანს, რომელიც გენერალური დირექტორის პოსტს 2007 წლის 1 იანვრიდან იკავებდა. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 70-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით.