Logo

ტრენინგ- სემინარი ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის მოდულის შესახებ

title

დედათა და ბავშთა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და გაუმჯობესების მიზნით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა სემინარი, რომელსაც დაესწრნენ ქვეყნაში არსებული თითქმის ყველა ანტენატალური სამეანო პროფილის დაწესებულებებიდან მეან-გინეკოლოგები და ნეონატოლოგები. სემინარი გაიმართა ორ ეტაპად, პირველი ეტაპი მოიცავდა სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის, დედათა, ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამმართველოს და მოწვეული ექსპერტის ნორვეგიის ტრომსოს არქტიკული უნივერსიტეტის პროფესორის ერიკ ანდას მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებს. დამსწრეები გაეცნენ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სტატისტიკურ მიმოხილვას და დაბადების რეგისტრში 2017 და 2018 წლის მონაცემთა ხარისხს. მეორე ეტაპი მოიცავდა სადისკუსიო თემებს, როგორიც არის საკეისრო კვეთა, გესტაციური ასაკი, ორსულობის დროინდელი გართულებები და ა.შ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს დედათა და ბავშთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა და მისი გაუმჯობესება. ორსულთა და ახალშობილთა ზედამხედველობის მოდული დანერგვა ქვეყანაში ერთ-ერთი წინ გადაგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით. დაბადების რეგისტრის მონაცემთა გაუმჯობესებისაკენ მიმართული სემინარები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.