Logo

ყვავილის აღმოფხვრის (ერადიკაციის) 40 წლის იუბილე

title

2020 წლის 8 მაისი.

2020 წლის 8 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ყვავილის აღმოფხვრის მეორმოცე წლისთავს. 

სიმბოლურად მოხდება ყვავილთან ბრძოლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის წარდგენა, რომელიც გაერთიანებული ერების საფოსტო ადმინისტრაციისა (United Nations Postal Administration (UNPA) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნა შემუშავებული. საფოსტო მარკის ეს სიმბოლო ეძღვნება მილიონობით ადამიანის თანამშრომლობას და ძალისხმევას, მათ შორის მსოფლიო ლიდერების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სოფლის ექიმების, ჯანდაცვის მუშაკების ღვაწლს ყვავილის სრული აღმოფხვრის პროცსში. დღეისათვის, ყვავილი პირველი და ერთადერთი დაავადებაა, რომლის აღმოფხვრაც მოხერხდა მსოფლიო დონეზე ქვეყნების ერთად მუშაობის შედეგად.  (საფოსტო მარკების შეძენა და გამოყენება შესაძლებელი იქნება მომავალში).  


მნიშვნელოვანი ფაქტები

ყვავილი პირველი და ერთადერთი დაავადებაა, რომელიც მთელს მსოფლიოში სრულად აღმოიფხვრა. კაცობრიობა 3 000 წლის განმავლობაში ებრძოდა მას. მხოლოდ მე-20 საუკუნეში ყვავილისგან 300 მილიონი ადამიანი დაიღუპა, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას გულისხმობს. 

1966 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო ყვავილის ინტესიური ლიკვიდაციის 10 წლიანი პროგრამა, რომელიც ფოკუსირებული იყო ენდემურ ქვეყნებზე.  პროექტი მოიცავდა ეპიდზედამხედველობას, შემთხვევების გამოვლენას, ვაქცინაციასა და საკომუნიკაცო კამპანიებს დაზარალებულ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით. მრავალი ქვეყანა, როგორიცაა გვინეა, ინდოეთი, ნიგერია, ფილიპინები, ტოგო და სხვები საფოსტო მარკებს იყენებდნენ დაავადების აღმოფხვირს პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღყვავილის აღმოფხვრის (ერადიკაციის) 40 წლის იუბილე

ლების მიზნით. 

1973 წელს ყვავილით დაავადებული ქვეყნების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.  ყვავილის ინფექციის  ბოლო მასშტაბური შემთხვევა ბანგლადეშში 1975 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. უკანასკნელი, შედარებით მცირე მასშტაბით შემთხვევა 2 წლის შემდეგ , 1977 წლის 26 ოქტომბერს, სომალის ქალაქ მერკეში აღმოაჩინეს.  

1979 წლის 9 დეკემბერს ყვავილის აღმოფხვრის სერტიფიცირების   გლობალური კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლის თანახმადაც „ყვავილი მთელს მსოფლიოში აღმოიფხვრა“. ჯანდაცვის 33-ე მსოფლიო ანსამბლეაზე, 1980 წლის 8 მაისს, ყვავილის აღმოფხვრა ოფიციალურად იქნა აღიარებული. ყვავილის აღმოფხვრის პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონი ამერიკული  დოლარია.  თუმცა  გლობალური ეკონომიკისთვის დანაზოგი წელიწაში 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 

დღეს როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე  ის ექიმები დგანან, რომელთა სპეციალიზაცია ინფექციური პათოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლაა. საბედნიეროდ საქართველოში ამ მიმართულებით მსოფლიო დონის სპეციალისტები გვყავდა და გვყავს. ყოველივე ეს კი იმ ქართული სამედიცინო სკოლის დამსახურებაა, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლდათ პროფესორი თამაზ კერესელიძე.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი წვლილი ყვავილის დამარცხებაში.  ყვავილის ერდიკაციის პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის პროფესორ თამაზ კერესელიძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორისგან, ბატონი მალერისგან, მიიღო მადლიერებით აღსავსე ბარათი და ორდენი “ბიფურკაციის ნემსი”. ამ ორდენით მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე მეცნიერია დაჯილდოებული, ბატონი თამაზი კი პირველი ქართველი მედიკოსია, რომელსაც ეს დიდი ჯილდო ხვდა წილად.

ყვავალის აღმოფხვრის გამოცდილება შეიძლება გავიზიაროთ COVID-19-ისა თუ მომავალ პანდემიებთან ბრძოლაში. 

ყვავილის აღმოფხვრის 40 წლის იუბილის აღნიშვნა ერთგვარი შეხსენებაა, იმისა,  რომ ჯანმრთელობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას  მნიშვნელოვანი   სარგებლის მოტანა შეუძლია. 

დღეს, ამ თემასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორანიზაცია აწყობს ვებინარს.  (17:00 CEST) 

ჩვენ ერთად შეგვიძლია დავამარცხოთ COVID-19!


https://www.who.int/news-room/events/detail/2020/05/08/default-calendar/commemorating-the-40th-anniversary-of-smallpox-eradication


პროფესორი თამაზ კერესელიძე (ვიდეო)