title
30 ნოემბერი - 1 დეკემბერი, 2017 წელი
თბილისი
C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 2017 წლის 30 ნოემბერს -1 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო „რედისონ“-ში მოაწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა.
საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფმა განიხილა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის არსებული მდგომარეობა, პროგრამის შედეგები და მიღწევები, წინა რეკომენდაციებით გათვალისწინებული საკითხების მდგომარეობა, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესი და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები. ჯგუფმა შეაფასა ჩატარებული სამუშაოები და შეიმუშა რეკომენდაციები პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის პერიოდული ჩართულობა პროგრამის შეფასებითა და შესაბამისი რეკომენდაციებით სწორ მიმართულებას შესძენს და ახალ პერსპექტივებს დაუსახავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. ჯგუფის წევრები შეირჩა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და სხვა საზოგადოებრივ და აკადემიურ პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად.