Logo

17 აპრილი, ჰემოფილიის მსოფლიო დღე

title

ხელმისაწვდომობა ყველასათვის: პარტნიორობა. პოლიტიკა. პროგრესი.
მთავრობების ჩართულობა გენეტიკური სისხლდენითი დარღვევების საკითხის ეროვნულ პოლიტიკაში ინტეგრირებისათვის

ჰემოფილიის მსოფლიო დღე 1989 წლიდან აღინიშნება ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის და ჯანმრ¬თელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით. 17 აპრილი უკავშირდება ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის დამფუძნებლის ფრენკ შნაბელის დაბადების თარიღს. 


ჰემოფილიის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ჰემოფილიასთან ასოცირებული პრობლემებისადმი.ეს დღე მოუწოდებს ყველას ჩართულობისაკენ სამედიცინო და სოციალური მომსახურების სერვისების გაუმჯობესებლად. 


მიმდინარე წლის კამპანია ყურადღებას ამახვილებს მთავრობებისა და პოლიტიკის შემქმენელების როლზე  ჰემოფილიისა და სხვა –სხვა სისხლდენით გართულებული კლინიკურ  მდგომარეობებთან დაკავშირებული საკითხების ეროვნულ პოლიტიკაში ინტეგრირებაში სამედიცინო და სოციალური სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 
ჰემოფილია სისხლდენით მიმდინარე იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. ჰემოფილიის მქონე პირებს აღენიშნებათ  სიხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები და ხშირი სისხლდენის ეპიზოდები. დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივი ხდება, პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად მიღწევადია ცხოვრება სისხლდენის გარეშე. თუმცა, საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება ჰემოფილიის მქონე ადამიანთა სრულყოფილი სამედიცინო და სოციალური სფეროს სრულყოფისათვის.
ყველა პაციენტი იმსახურებს სრულფასოვან ცხოვრებას, რაც,პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად, დღეს უკვე შესაძლებელია. 
ჰემოფილიის მსოფლიო დღე საზოგადოების წევრებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს - გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ მოახდინეს ადაპტირება და ზრუნვა ახალ რეალობაში პანდემიის კონტექსტში ჰემოფილიის  პრობლემის  ირგვლივ არსებულ საკითხებზე.


ჯანმოს მონაცემებით მსოფლიოში 400,000-მდე ჰემოფილიის მქონე ადამიანია რეგისტრირებული. საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლდენით მიმდინარე  დაავადებით აღრიცხვაზე იმყოფება 400-მდე ადამიანი. საქართველოში ჰემოფილიის მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.