Posted on:
09.01.2019
title
სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის პრევენციისა და კონტროლის მიზნით რეკომენდებულია
- გრიპით დაავადებული პაციენტები მოთავსდნენ ცალკე პალატაში ან კოჰორტულად;
- შეძლებისდაგვარად შეიზღუდოს პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება;
- პაციენტებს პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი;
- სამედიცინო პერსონალმა მკაცრად დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები
- სამედიცინო პერსონალმა უშუალოდ პალატიდან გამოსვლის წინ ხელები უნდა დაიმუშაოს ანტისეპტიკური საშუალებებით;
- სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ატაროს ნიღაბი;
- სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, პალატაში შესვლის დროს გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები;
- მკაცრად იქნას დაცული დეზინფექციისა და სტერილიზაციის ჩატარების წესები.