Logo

საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსი

title დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ-ს საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით ახორციელებს საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო სწავლებას. სწავლების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს: საზოგადოების/თემის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და გადაწყვეტილების მიმღებთან წარსადგენად მონაცემების მნიშვნელობის გააზრება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების მიერ; • საზოგადოების/თემის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და გადაწყვეტილების მიმღებთან წარსადგენად მონაცემების მნიშვნელობის გააზრება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების მიერ; • საბაზისო ეპიდზედამხედველობის მონაცემების შეგროვების, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და კომუნიკაციის გაუმჯობესება; • ეპიდზედამხედველობის მონაცემების ხარისხის და გამოყენების გაუმჯობესება ეპიდაფეთქებების გამოვლენის მიზნით; • ინფორმაციის გაზიარების გაუმჯობესება; • რეაგირების გაუმჯობესება, მ.შ. შემთხვევისა და ეპიდაფეთქების კვლევა; სწავლება განკუთვნილია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისა და ეპიდემიოლოგებისათვის და გრძელდება 12 კვირა. პროგრამა პირველად დაიწყო 2018 წელს, როდესაც აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით კურსი გაიარა და დაასრულა პირველმა კოჰორტამ. მიმდინარე წლის 23 სექტემბერს კი სწავლა დაიწყო მეორე კოჰორტამ, რომელშიც მონაწილეობენ სამეგრელოს, გურიის, ფოთის და სვანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, რომელთაც მენტორინგს გაუწევენ ცენტრის ეპიდემიოლოგები. მეორე კოჰორტა სწავლას 2019 წლის დეკემბერში დაასრულებს.