Logo

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დააავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში / რიჩარდ ლუგარის სახ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში

title

2019 წლის 5 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით იმყოფებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. ვიზიტი დაიწყო ლუგარის ცენტრით, სადაც ქალბატონ პრეზიდენტს და მის დელეგაციას დახვდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო, დკსჯეცის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე და ცენტრის ტოპ-მენეჯმენტი.

 

ბატონმა ამირან გამყრელიძემ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია დკსჯეცის შესახებ, გააცნო ცენტრის სტრატეგიული პრიორიტეტები და ფუნქციები, ისაუბრა ლუგარის ცენტრის უნიკალურ შესაძლებლობებზე და სამომავლო განვითარების ხედვებზე. პრეზენტაციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და დელეგაციამ დაათვალიერეს ლუგარის ცენტრის ლაბორატორიები. აღნიშნული ვიზიტი გაგრძელდა დკსჯეცის მთავარ საკონფერენციო დარბაზში, სადაც პრეზიდენტი მიესალმა დკსჯეცის თანამშრომლებს და გაუზიარა შთაბეჭდილებები ვიზიტთან დაკავშირებით.