Logo

მაისის გაზომვების თვე 2019

title

,,მაისის გაზომვების თვე 2019“ 31 მაისი - 1-2 ივნისს აქციებით დასრულდა აქციებით აჭარაში. აქციები მიმდინარეობდა: 
31 მაისი - საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომელ ქალთა პოპულაციის დინამიკური კვლევა - დისლიპიდემიის მაჩვენებლების მონიტორირება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში. ბიოქიმიური მონაცემების განსაზღვრაში მონაწილეობდა ცენტრის რეგიონალური ლაბორატორიის გუნდი.
გამოკვლეულია 100-ზე  მეტი ქალბატონი, ასევე, მამრობითი სქესის პირები, გადაეღოთ ეკგ, შეფასდა მათი  პერსონალური კარდიოვასკულკური რისკი, აკად. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმების მიერ მიეცათ დანიშნულება და რეკომენდაციები.
31 მაისი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ჰიპერტენზიის სკრინინგის აქცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქრონიკულ დაავადებათა  და ტრავმატიზმის სამმართველოს წარმომდგენლების. დიდი ინტერესი გამოიწვია აქციამ სტუდენტებში, მათ შორის უცხოელ სტუდენტებს შორის, მათ წინასწარ მოგვწერეს მონაწილეობის სურვილის შესახებ. გამოკვლეულია 70 -მდე პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი.
1 ივნისი - აქცია შუახევში-ჰესების მშენებელთა ორგანიზებული პოპულაცია და ხიჭაურის ამბულატორიის ჩართვით, მოსახლეობის კვლევა. მნიშვნელოვანი იყო ეკგ კვლევის შესაძლებლობა ორივე ლოკაციაზე, გამოკვლეულია 200-მდე ადამიანი, წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო პერსონალთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბათუმის კარდიოლოგმა-გულო აბაშიძემ. მათ გამოავლინეს გულის იშემიური დაავადების ელექტროკარდიოგრაფიული ფორმების რამოდენიმე შემთხვევა. მარცხენას პარკუჭის ჰიპერტროფიის ეკგ ნიშნების სიხშირე-ჰიპერტენზიის ხანდაზმულობასა და სამიზნე ორგანოთა დაზიანებაზე მიუთითებს. შუახევში,კარდიოლოგიური სევისების დეფიციტის გამო-აქციამ განსაკუთრებული სარგებელი შეიძინა.
2 ივნისი - ფინალური აქცია ხელვჩაური, ახალსოფელი - კარდიოვასკულურ დაავადებათა სიმრავლე, დაბალი გათვითცნობიერება მათ შორის პირველად ჯანდაცვაში არსებული უფასო სერვისებისა და ქრონიკულ დაავადებათა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. ხალხმრავალი და ძალიან საჭირო ფინალი,მაისის გაზომვების თვე 2019-დასრულდა.
დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ექიმს, მედდას, მძღოლს, დამხმარე ტექნიკურ პერსონალს, ფარმაცევტულ კომპანიებს, საზჯანდაცის ცენტრებს, ცენტრის რეგიონალურ ქსელს, რეგიონების ადმინისტრაციას, მედია საშუალებებს, ტელეკომპანია ,,პულსის’’გუნდს და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვან მონაწილეებს - მოსახლეობას, დიდი მადლობა ასეთი აქტივობისათვის.