Logo

ჯანმო-ს ერთობლივი გარე შეფასება (JEE) 10.06.19.

title

2019 წლის 10 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით

ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ფარგლებში არსებული ძირითადი შესაძლებლობების ერთობლივი გარე შეფასება

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგენო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები,13 საერთაშორისო ექსპერტი. ასევე, ცენტრის თანამშრომლები და ექსპერტები.

მისიის ფარგლებში შეფასდება საქართველოს მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობები ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობებზე და ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ძირითადი შესაძლებლობების განხორციელების სტატუსი