Logo

შეხვედრა თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან 24.10.2016

title


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ერთობლივი საფრთხის შემცირების მიმართულების დირექტორს, ელიზაბეტ ჯორჯს შეხვდა. შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ქვეყანათაშორისი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს, ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს და ყურადღება ახალი ეტაპების განვითარებაზე გაამახვილეს. განხილვისას ლუგარის ლაბორატორიის რეგიონული მნიშვნელობის, პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის ელექტრონული სწავლების პლატფორმის, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიის მხარდაჭერაზე გააკეთეს აქცენტი.