Logo

28 მაისი ქალთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეა

title

#შემოგვიერთდი. #შეიტანე შენი წვლილი (Make a stand). #იმოქმედე.


ქალთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღე პირველად 1987 წელს აღინიშნა ქალთა უფლებების დამცველების, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო მოძრაობის მომხრეთა მიერ და უკვე 30 წელია  ინარჩუნებს  ყოველწლიური  კამპანიის სახეს. 


კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაციები და ქალთა უფლებების დამცველები, ერთობლივად მოუწოდებენ მთავრობებს და საზოგადოებას ქალთა ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საკითხებზე ორიენტირებული ქმედებებისაკენ, მ.შ. ჯანმრთელობის ხარისხიან  სერვისებზე ხელმისაწვდომობა, სიღარიბის ფემინიზაცია, უსაფრთხო და ლეგალური აბორტი, ქალები და აივ/შიდსი, ქალთა მიმართ ძალადობა, როგორც გლობალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საკითხი, ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სხვ.


2022 წლის ქალთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშრისო დღის კამპანიის ფარგლებში აქტივისტები ხაზს უსვამენ ქალთა ჯანმრთელობის, მათი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების გადაუდებელ აუცილებლობას მიმდინარე პანდემიის და გლობალური კრიზისების ფონზე.  


დღეს, როდესაც ქალთა უფლებები და, კერძოდ, სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებები სისტემატურად ირღვევა მთელ მსოფლიოში, ეს დღე მოუწოდებს მთავრობებს, ასევე საზოგადოებას მობილიზაციისა და ქმედებებისისკენ, რათა გაძლიერდეს ქალთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების ადვოკატირება და ქალთა სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების დაცვა.


#ResistAndPersist
#WomensHealthMatters
#SRHRisEssential


ვრცლად:
www.may28.org 
http://www.may28.org/international-day-of-action-for-womens-health-call-for-action-2022/