Logo

ერაყელი მეცნიერის ბიომეცნიერების სასტიპენდიო პროგრამის დასრულება

title

ლუგარის ცენტრში  ქუფას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, აბდულა ალჰატამის სამ თვიანი სასტიპენდიო პრაქტიკული სწავლების პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. 

 

დამსწრე საზოგადოებას სტიპენდიანტმა წარუდგინა პრეზენტაცია და შეაჯამა ის აქტივობები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში იყო დაგეგმილი. სასწავლლო პროცესი ითვალისწინებდა ბიოუსაფრთხოებისა და თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდების ათვისებას, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მუშაობის მიმართულებით.

 

აშშ-ს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ბიომეცნიერების სასტიპენდიო პროგრამას კოორდინაციას უწევდა აშშ-ს სამოქალაქო კვლევის და განვითარების ფონდი (CRDF). პროგრამა 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით მიმდინარეობა.

 

პროგრამით დასახული  ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად სტიპენდიანტს ლუგარის ცენტრის სხვადასხვა ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლებმა გაუწიეს ხელმძღვანელობა და შესაბამისი ცოდნა მისცეს.