Logo

პრესკონფერენცია - სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და გრიპის ეპიდზედამხედველობა04.11.2019

title

2019 წლის 4 ნოემბერს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და გრიპის ეპიდზედამხედველობა

პრესკონფერენციას დაესწრნენ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს , დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხლმძღვანელი პირები , გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი და დარგის ექსპერტები .

პრესკონფერენციაზე ისაუბრეს სეზონური გრიპის ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, გრიპის ვაქცინაციისთვის რისკის და სპეციფიურ პრიორიტეტულ ჯგუფებზე და ეპიდსიტუაციაზე.

პრესკონფერენციის შემდეგ ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ, მოადგილემ მეცნიერების დარგში ბატონმა პაატა იმნაძემ, მსურველმა თანამშრომლებმა და მოწვეულმა ჟურნალისტებმა ჩაიტარეს გრიპის საწინაარმდეგო ვაქცინაცია.

სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელია ცხელება , ხველა ( ჩვეულებრივ , მშრალი ), თავის , კუნთების და სახსრების ტკივილი , ძლიერი სისუსტე ( უსიამოვნო შეგრძნება ), ყელის ტკივილი და სურდო . ხველა შეიძლება იყოს მძიმე და გაგრძელდეს 2 კვირა ან მეტი . დაავადებულთა უმეტესობა გამოჯანმრთელდება ერთ კვირაში , სამედიცინო დახმარების გარეშე . ამასთან, გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაავადება ან სიკვდილი , განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებში .