Logo

სამუშაო შეხვედრა თემაზე - ზღვრული მაჩვენებლების განსაზღვრის ეპიდემიოლოგიური მეთოდები გრიპის ეპიდზედამხედველობისთვის

title 16-18 ოქტომბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ორგანიზებით თბილისში ტარდება სამუშაო შეხვედრა თემაზე - ზღვრული მაჩვენებლების განსაზღვრის ეპიდემიოლოგიური მეთოდები გრიპის ეპიდზედამხედველობისთვის. შეხვედრისას განსახილველ საკითხთა ნუსხა მოიცავს: გრიპის აქტივობის ზღვრების დადგენის მიზანშეწონილობის შეფასებას; გრიპის აქტივობის ზღვარის გამოთვლის ორი განსხვავებული მეთოდის მიმოხილვას; მეთოდების გამოყენებას ქვეყნების არსებული მონაცემების საფუძველზე; ქვეყნების გრიპის აქტიურობის ზღვრების ინტერპრეტაციას, წარდგენასა და ანგარიშგებას; მიგნებების შესახებ დისკუსიას და ზღვრული მაჩვენებლების გამოყებას რისკის კომუნიკაციის მიზნით. შეხვედრაში მონაწილეობენ სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, უკრაინის გრიპის ზედამხედველობის სფეროს წამყვანი სპეციალისტები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათაო (ჟენევა) და ევროპის (კოპენჰაგენი) ოფისის ექსპერტები, კონსულტანტები, მრჩევლები.