Logo

ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული, 2022

title

ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული  ყოველწლიურად 1-7 აგვისტოს აღინიშნება. მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 1990 წლის აგვისტოში მიღებული დეკლარაციით, მხარს უჭერს ძუძუთი კვების სტრატეგიას ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით. ძუძუთი ექსკლუზიური კვება ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის უნიკალური საშუალებაა.


2022 წლის ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (#WBW2022) ფოკუსირებულია  დაინტერესებულ მხარეების - მთავრობები, ჯანმრთელობის დაცვის სისტემები, დამსაქმებლები და ა.შ. გაძლიერებაზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ და მხარი დაუჭირონ ძუძუთი კვებას პოპულარიზაციას საზოგადოების სხვადასხვა დონეზე. კამპანია „თბილისი ჯაჭვი“ ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების ინფორმირებისა და ცნობიერების დონის ამაღლებას, რათა მათ, თავის მხრივ, შეძლონ მდგრადი ხელშემწყობი გარემოს შექმნა ოჯახებისათვის პოსტ-პანდემიურ სამყაროში.

კამპანია „თბილი ჯაჭვი“

ძუძუთი კვება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მდგრადი განვითარების სტრატეგიის განხორციელებისათვის პოსტპანდემიურ პერიოდში, რადგან იგი უზრუნველყოფს ჩვილის უსაფრთხო კვებას, ამცირებს უთანასწორობას როგორც ქვეყნებს შიგნით, ასევე ქვეყნებს შორისაც. 2022 წლის ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულის თემა თანხვედრაშია მდგრადი განვითარების სტრატეგიის WBW-SDG 2030-ის პირველ თემატურ საკითხთან, რომელიც ხაზს უსვამს ძუძუთი კვების ურთიერთაკშირზე ჯანმრთელ კვებასთან, სურსათის უსაფრთხოებასა და უთანასწორობის შემცირებასთან.

მნიშვნელოვანი ფაქტები:



•    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა ფონდი რეკომენდაციას უწევს ძუძუთი კვების დაწყებას დაბადებიდან 1 საათის განმავლობაში და ძუძუთი ექსკლუზიურად კვებას სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში.


•    ძუძუთი ექსკლუზიური კვება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ახალშობილთა, ჩვილთა, ბავშვთა და დედათა ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში.


•    დედის რძე ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად. დედის რძეში საუკეთესო თანა¬ფარდობით არის წარმოდგენილი ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის აუცი¬ლებელი ყველა ნივთიერება. დედის რძე ვიტამინების საუკეთესო წყაროა და, ამასთან, მასში შემავალი დამცველობითი ფაქტორები იცავს ბავშვს მრავალი ინფექციური, არაგადამდები და ალერგიული დაავადებისაგან. ამავე დროს, დედის რძე თავად ასტიმულირებს ბავშვის იმუნური სისტემის მომწიფებას.


•    ძუძუთი კვება ერთერთი ყველაზე ეფექტური გზაა ბავშვთა ავადობისა და სიკვდილობის შესამცირებლად. დედის რძე უზრუნველყოფს ახალშობილებ¬სა და ჩვილებს მათთვის იდეალური საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია მათი ზრდისა და განვითარებისათვის.


•    ძუძუთი კვება ამცირებს ბავშვთა ინფექციების განვითარების სიხშირესა და სიმძიმეს. დედის რძე შეიცავს ანტისხეულებს და იცავს ჩვილებს ბავშვთა ისეთი დაა¬ვადებებისაგან, როგორიცაა დიარეა და პნევმონია. ძუძუთი კვება აუმჯობესებს დედის ჯანმრთელო¬ბას; ამცირებს ძუძუსა და საკვერცხის კიბოს, ტიპი 2 დიაბეტისა და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკს.


•    COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, მეძუძურ დედებს შეუძლიათ განაგრძონ ახალშობილების ძუძუთი კვება. ამისათვის მნიშვნელოვანია ბავშვის ძუძუთი კვებისას დაიცვათ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები: პირბადის ტარება, ხელების დაბანა ჩვილთან შეხებამდე და შეხების შემდეგ, ხშირად შეხებადი ზედაპირების რუტინულად გასუფთავება, რესპირაციული ეტიკეტის დაცვა.


•    COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულობის და ძუძუთი კვების დროს: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უსაფრთხოა ორსულებისთვის. კვლევებმა დაადასტურა, რომ ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები გადიან ტრანსპლაცენტარულ ბარიერს, რაც ხელს უწყობს COVID-19-ის მიმართ ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია მეძუძური ქალებისთვისაც. ვაქცინაში არსებული კომპონენტები ჩვილს ძუძუთი კვების დროს არ გადაეცემა.


•    საქართველოში ორსულებსა და მეძუძურ ქალებს შეუძლიათ აიცრან COVID-19-ის საწინააღმდეგო პფაიზერ ბიონტექის (Pfizer-BioNTech) ვაქცინით. ვაქცინაცია რეკომენდირებულია ორსულობის ნებისმიერ ვადაზე.



https://worldbreastfeedingweek.org/