Logo

წითელას ვაქცინაციის აქცია კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში“ 22.03.2018

title

2018 წლის 22 მარტს კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა აქცია სლოგანით არ გადადო - აიცერი!

აქციაში მონაწილეობა მიიღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბატონმა პაატა იმნაძემ და კლინიკის დირექტორმა ბატონმა იაგო კალანდაძემ. მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში აქციის მსვლელობისას სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდათ წითელა/წითურა/ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინაცია.

2017 წლის ბოლოდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით. წითელა ყველაზე ადვილად გადამდები დაავადებაა. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა კი ძალზე უსაფრთხო და ეფექტურია - ორი დოზის მიღების შემდეგ დამცველობითი ეფექტი 97% -ს აღწევს, ერთი დოზის მიღების შემთხვევაში - 93%-ს.